ახალი ამბები
არასამთავრობოების და ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად ზუგდიდის საკრებულომ მოიწონა სამთავრობო კომისიის წერილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობამ მოიწონა საქართველოს სამთავრობო კომისიის წერილი, თემის და ქალაქის გაერთიანების შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სხდომაზე მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სტვენა და უკმაყოფილება მოჰყვა.

აქ ისინი მივიდნენ პლაკატებით -- „ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერა სწორედ დეცენტრალიზაციის შესუსტებისკენ იქნებოდა მიმართული.

სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა დეპუტატმა კახა ჩანგელია, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ცენტრის დავალებას ასრულებს.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზუგდიდის საკრებულოებს ქალაქ ზუგდიდის და თემის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წერილი გამოუგზავნა. ქალაქის საკრებულოში კი ამ საკითხის განხილვა მომავალ კვირაშია დაგეგმილი, თუმცა თემას დაპირისპირება და მწვავე დისკუსია უკვე მოჰყვა იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე.

ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე. მრჩეველთა საბჭოს პარალელურად მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხის შესახებ მიმართვა 18 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაავრცელეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფოთის მერობის კანდიდატად ვახტანგ
დარცმელიძე წარადგინა, ხოლო სენაკის მურად შამათავა.
17:26 / 25.07.2017
პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფოთის მერობის კანდიდატად ვახტანგ დარცმელიძე წარადგინა, ხოლო სენაკის მურად შამათავა.
ამ დრომდე უცნობია, როდის დაიხურება ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე,
15:04 / 25.07.2017
ამ დრომდე უცნობია, როდის დაიხურება ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე,
ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ორმა
ადგილობრივმა
13:15 / 25.07.2017
ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ორმა ადგილობრივმა
ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიებისთვის მომავალი წლიდან
13:06 / 25.07.2017
ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიებისთვის მომავალი წლიდან
რედაქტორის რჩევით
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ
„ფრთხილად საჭესთან ქალია“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, - ასეთი შეფასებები
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდშიც
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.