ახალი ამბები
არასამთავრობოების და ოპოზიციის პროტესტი საკრებულოს სხდომაზე [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სიტყვიერი დაპირისპირების და არასამთავრობო თუ პოლიტიკურ პარტიათა პროტესტის ფონზე წარიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, სადაც უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და მოიწონა საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მხრიდან მიღებული წერილი, სადაც თემის და ქალაქის გაერთიანებაზეა საუბარი. სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავამ განმარტა, რომ პირიქით, მსგავსი ნაბიჯი ხელს სწორედ მუნიციპალიტეტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისი თქმით, ბიუჯეტები თემის და ქალაქის გაერთიანდება და თანხების რაოდენობაც, რაც უნდა დახარჯულიყო სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს არ მოაკლდება:

„გაერთიანებულ ბიუჯეტზე იქნება იმდენი, რამდენიც დღეს ორივეს აქვს. დამატებით შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები და გამოთავისუფლებული თანხები მოხმარდება მთლიანად ქალაქის თუ რაიონის აღორძინებას, ინფრასტრუქტურას“.

მაიზერ ნანავს ამ განცხადებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაეთანხმნენ. „ქრისტიან-კონსერვატიული“ ფრაქციის თავმჯდომარე კახაბერ ჩანგელიამ აღნიშნა, რომ ადამიანებს ჰქონდათ იმედი უფრო მეტი დეცენტრალიზაციის, მეტი თანხების ჩადების სხვადასხვა მიმართულებით, სოფლების გაფართოვების, იმის, რომ მათ საკუთარი ბიუჯეტი ექნებოდათ, თუმცა დღეს საპირისპირო რამ ხდება. მან სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა „ამ ფარსში“ მონაწილეობას არ მიიღებდა.

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე თინათინ თოდუამაც მოუწოდა დეპუტატებს, არ დაეჭირათ მხარი და არ მოეწონებინათ დოკუმენტი. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი სწორედ დეცენტრალიზაციის შესუსტებას შეუწყობს ხელს.

„თუ სამი წლის წინ აუცილებელი იყო მუნიციპალიტეტების დაშლა და ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, დღეს რატომ ვართ დარწმუნებული, რომ იგივე შეცდომა არ განმეორდება“, - აღნიშნა მან.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შესამცირებლად გამოსავალი არ არის მუნიციპალიტეტების გაერთიანება, ამისთვის სხვა მიდგომების შემუშავებაა აუცილებელი.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენი უმრავლესობა დღეს მხარს არ დაუჭერს ამ დირექტივას. მე მჯერა, რომ აქ არიან ადამიანები, ვისთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ.. და მითუმეტეს, ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე“, - განმარტა არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელმა იაგო ფასანძემ.

საპასუხოდ მაიზერ ნანავამ აღნიშნა, რომ ის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა და ადგილობრივებს ესაუბრა აღნიშნულ საკითხზე. თუმცა სხდომაზე შესაბამისი დამადასტურებელი ოქმი წარმოდგენილი არ ყოფილა.

საბოლოოდ, პროტესტის და ხმაურის ფონზე, 24 ხმით სამის წინააღმდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. ამ გადაწყვეტილებას სტვენა და უკმაყოფილება მოჰყვა სხდომათა დარბაზში.

საკრებულოში არასამთავრობოები დღეს მივიდნენ პლაკატებით -- „ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერა სწორედ დეცენტრალიზაციის შესუსტებისკენ იქნებოდა მიმართული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფოთის მერობის კანდიდატად ვახტანგ
დარცმელიძე წარადგინა, ხოლო სენაკის მურად შამათავა.
17:26 / 25.07.2017
პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფოთის მერობის კანდიდატად ვახტანგ დარცმელიძე წარადგინა, ხოლო სენაკის მურად შამათავა.
ამ დრომდე უცნობია, როდის დაიხურება ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე,
15:04 / 25.07.2017
ამ დრომდე უცნობია, როდის დაიხურება ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე,
ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ორმა
ადგილობრივმა
13:15 / 25.07.2017
ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ორმა ადგილობრივმა
ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიებისთვის მომავალი წლიდან
13:06 / 25.07.2017
ქართული თხილის ექსპორტიორი კომპანიებისთვის მომავალი წლიდან
რედაქტორის რჩევით
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ
„ფრთხილად საჭესთან ქალია“, „საჭე ქალის საქმე არ არის“, - ასეთი შეფასებები
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ ქალთა სოლიდარობის მარშს ზუგდიდშიც
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.