ახალი ამბები
არასამთავრობოები საკრებულოს გადაწყვეტილებაზე: ეს ნიშნავს იმას, რომ გვექნება ნაკლები დეცენტრალიზაცია [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რაც გამოიხატა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივის მოწონებით, უკმაყოფილო დარჩნენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების აღსრულება საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს ცენტრალიზაციას, რაც ავტომატურად აისახება ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაზე. ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელ იაგო ფასანძის განცხადებით, საკრებულომ მოიწონა წინადადება მოქალაქეების მონაწილეობის, ჩართულობის, განხილვების გარეშე.

„მთელმა საქართველომ იცის, რომ ის, რაც ხდება თვითმმართველობებში, ეს არის დირექტივა ბატონი კობახიძის და მთავრობის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს იგივე გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ. არ უნდა ასრულებდეს თვითმმართველობა პარტიულ დირექტივებს, კობახიძის და სხვა იმ პირების, მათ შორის ბატონი ბიძინას დირექტივებს“, - აღნიშნა მან.

დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ არჩილ თოდუასთვის. მისი თქმით, დღევანდელი ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში იქნება ნაკლები დეცენტრალიზაცია.

„მოქალაქის უფლებაა პირველ რიგში თვითმმართველობა, მოქალაქე თვითმმართველობის მეშვეობით იგვარებს იმ პრობლემებს, რაც მას და მის გარშერმო მცხოვრებ ადამიანებს აწუხებთ. რაც უფრო ახლოსაა ხელისუფლება მოსახლეობასთან, მით უფრო მეტია დეცენტრალიზაცია. ფინანსური რესურსიც უფრო ეფექტურად მუშაობს“, - განმარტა არჩილ თოდუამ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას პოზიტიურად არც „სამოქალაქო ატივიზმისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ციცინო შენგელია აფასებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება ინიციატივის მხარდაჭერის, მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიიღოს.

„ამის დასადასტურებალდ მაშინ საკრებულომ უნდა წარმოადგინოს იმ კრების ოქმები, მაგრამ სამწუხაროდ ამ ოქმების დღეს წარმოდგენა სხდომაზე არ შეუძლიათ, რადგან ეს კონსულტაციები ფიზიკურად არ გამართულა“, - განმარტა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მათ მოსაზრებებს არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა. ამბობს, რომ მას რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში ჰქონდა მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც ადგილობრივების უმრავლესობამ მოიწონა მთავრობის წინადადება. თუმცა სხდომაზე შესაბამისი ოქმები არავის წარმოუდგენია.

„დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს ფრაგმენტაციას. დეცენტრალიზაცია ნიშნავს უფლებების გაზრდას. იზრდება საკრებულოს, მერის უფლებამოსილება. აქედან გამომდინარე, ეს არის დეცენტრალიზაცია და არა ცენტრალიზაცია. მე ვთქვი, რომ შემცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, მაგრამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ ნიშნავს მარტო საშტატო ერთეულის და ხელფასების გაუქმებას. ეს ნიშნავს წარმომადგენლობითი ხარჯების, საწვავზე, მივლინებებზე ხარჯების შემცირებას“, - განმარტა მან.

საბოლოოდ, პროტესტის და ხმაურის ფონზე, 24 ხმით სამის წინააღმდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. ამ გადაწყვეტილებას სტვენა და უკმაყოფილება მოჰყვა სხდომათა დარბაზში.

საკრებულოში არასამთავრობოები დღეს მივიდნენ პლაკატებით -- „ნუ მოკლავ თვითმმართველობას“, „მეტი დეცენტრალიზაცია“ და განაცხადეს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მხარდაჭერა სწორედ დეცენტრალიზაციის შესუსტებისკენ იქნებოდა მიმართული.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
19:39 / 23.07.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
19:24 / 23.07.2017
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
სამსახურმა ექვსი
12:02 / 22.07.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა ექვსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
10:36 / 22.07.2017
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.