ახალი ამბები
პოლიციელების ცრუ დასმენისთვის ზუგდიდის სასამართლომ მოქალაქეს ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიციელების ცრუ დასმენაში ბრალდებულ ოდენა ბარამიას. ის სამართალდამცავებმა სასამართლოს დარბაზშივე დააპატიმრეს, რასაც ბრალდებულის ოჯახის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ მოსამართლე დავით გელაშვილმა არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

დაკავებულის ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ პროკურატურამ ოდენა ბარამიას ცრუ ბრალდება წაუყენა იმ პოლიციელების გამართლების მიზნით, რომლებმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს თავად ოდენა ბარამიაც, რომელმაც სხდომებზე არაერთხელ დააფიქსირა. დაკავებულის ოჯახი და ადვოკატი სასამართლოს განჩინების გასაჩივრებას გეგმავს.

ოდენა ბარამიას ბრალი 2016 წლის 22 ნოემბერს წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ ცრუ დასმენას გულისხმობს.

პროკურატურის ინფორმაციით, 2016 წლის 4 აპრილს ოდენა ბარამია ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას, საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ადგილზე მისულ პოლიციელებს ბესიკ გოროზიანს და ედიკ სიჭინავას, რომლებმაც მას კანონდარღვევისთვის ავტომანქანის მართვის უფლება 3 წლის ვადით ჩამოართვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რის შემდეგაც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

თავის მხრივ, ბრალდებულმა სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ნასვამი არ ყოფილა, მას ავტომობილი გაუფუჭდა და პოლიციელებმა, რომლებიც თითქოს დასახმარებლად იყვნენ მისული სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენეს, რაც ვერ მოითმინა და თავადაც გინებით უპასუხა. ამის შემდეგ როგორც ოდენა ბარამია აცხადებს, მას სცემეს, გადაიყვანეს სენაკის სოფელ ნოსირის პოლიციის განყოფილებაში, სადაც კვლავ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა და საავადმყოფოში მოათავსეს. შედეგად გასული წლის 7 აპრილს, ოდენა ბარამიამ პოლიციელებს უჩივლა მისი ცემის გამო, რაზეც გამოძიება დაიწყო, თუმცა როგორც ბრალდების მხარე ირწმუნება, გამოძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ ოდენა ბარამიამ პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით იცრუა და მას ბრალი წაუყენეს.

ოდენა ბარამიას ადვოკატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის ჯემალ ჭკადუას განცხადებით, მტკიცებულებები, რაც სასამართლომ გამოიკვლია, არ ადასტურებდა ფაქტს ოდენა ბარამიას მიერ პოლიციელების ცრუ დასმენაზე.

ჯემალ ჭკადუას თქმით, დაკითხული ყველა მოწმე ადასტურებდა, რომ ოდენა ბარამიას აღენიშნებოდა დაზიანებები. ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა ის თუ საიდან გააჩნდა ბრალდებულს აღნიშნული დაზიანებები:

„ბრალდების მხარე ცდილობდა დაედასტურებინა თითქოს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, თუმცა მოწმეებმა, რომლებიც ჩვენ დავკითხეთ, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ოდენა ბარამია მოძრაობდა დაუბრკოლებლად და არც მაღალი სიჩაქრით არ მიდიოდა. მნიშვნელოვანია, ის რომ ბრალდების მხარემ არ გამოიკვლია მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ეს არის ბიოლოგიური ექსპერტიზა, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მანქანაში არავითარი სისხლის კვალი არ არსებობდა. თუ ბრალდების მხარე ადასტურებს, რომ ოდენა ბარამიამ დაზიანება მიიღო მანქანაში და ის სისხლი, რომელიც მას სდიოდა, იყო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ე.ი. ავტომანქანაში სისხლის კვალი მაინც უნდა ყოფილიყო, რაც ექსპერტიზამ არ დაადასტურა“, - განუცხადა „ლაივპრესს“ ჯემალ ჭკადუამ.

ზუგდიდის რაინოულმა სასამართლომ პოლიცილეების ცრუ დასმენაში ბრალდებულ ოდენა ბარამიას აღმკვეთის ღონისძიების სახით შარშან, 25 ნოემბერს 5000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. მაშინ ბრალდებულს პროტესტის ნიშნად პირი ჰქონდა ამოკერილი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
19:39 / 23.07.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
19:24 / 23.07.2017
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
სამსახურმა ექვსი
12:02 / 22.07.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა ექვსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
10:36 / 22.07.2017
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.