მესტიაში ხანძრის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ჯგუფი შეიქმნა
მესტიაში, კახიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსში გაჩენილი
ხანძრის შედეგად, სპორტის ოსტატის ჯუმბერ კახიანის სახლ-მუზეუმი
დაიწვა. ასევე დაზიანდა 8 ოჯახის საცხოვრებელი ფართი.
„სახლის სახურავზე იყო განთავსებული ჩვენი სახელოვანი სპორტსმენის, ჯუმბერ კახიანის სახლ-მუზეუმი, უამრავი ფოტომასალა, კვლევები, განადგურდა უძვირფასესი ექსპონატები. ხანძრის ჩაქრობისას წყლის ჭავლმა და ცეცხლის ალმა დააზიანა კორპუსის დაბლა სართულებიც. სახლის მობინადრეები ამჟამად ნათესავებთან ცხოვრობენ“, - გვითხრა საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ჯაჭვლიანმა.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ადგილობრივი ხელისუფლება 500-დან 5000 ლარამდე დაეხმარება. გარდა ამისა, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ინიციატივით, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც თანხას შეაგროვებს.
„ჩვენ გამოვიყენეთ სოციალური ქსელები იმისათვის, რომ მოვუწოდეთ საზოგადოებას დახმარებისკენ. კარგი იქნება, თუ დავეხმარებით ერთმანეთს და დაზიანებულ კორპუსს გავწმინდავთ, გავასუფთავებთ. ხელისუფლება კი იზრუნებს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოხდეს კორპუსის გადახურვა“, - გვითხრა ირმა ჯაჭვლიანმა.
მესტიაში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი 19 მაისს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.