ჩხოროწყუში ექიმები სამეანო განყოფილების დახურვას აპროტესტებენ [ფოტო]
ჩხოროწყუს სამშობიარო სახლის
მედპერსონალმა დღეს სამეანო განყოფილების დახურვა გააპროტესტა. მათ
სოლიდარობა გამოუცხადა მოქალაეების ნაწილმა, რომლებიც აქციას
შეუერთდნენ. პროტესტი გამოიწვია ჯანდაცვის სამინისტროს
გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, სტანდარტებთან შეუსაბამობის
მიზეზით საქმიანობა შეწყვიტა სამშობიარო სახლის სამეანო
გაყოფილებამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, გარდა იმისა, რომ საავადმყოფოს 30-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა, პაციენტების ჯანმრთელობას საფრთხე ექმნება, რადგან უახლოესი სამშობიარო სახლები 35-40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ჩხოროწყუს საავადმყოფოს ექიმის, ნონა კრილოვას განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომელსაც შესაბამისი უწყებების მხრიდან უყურადღებობის შემთხვევაში, უფრო ფართომასშტაბიანი სახე ექნება.
ექიმის განცხადებით, შენობა, სადაც სამეანო განყოფილებაა განთავსებული, ძველია. მაგრამ მისივე სიტყვებით, რემონტს ექვემდებარება და გამოსავალი არა დახურვაში, არამედ რეკონსტრუქციაშია.
„საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მოუწევს 35 კილომეტრით მოშორებით მდებარე ზუგდიდის ან სენაკის საავადმყოფოში გამგზავრება. კიდევ უფრო დიდია მანძილი ჩხოროწყუს სოფლის მოსახლეობისთვის. ამ მანძილის გავლას სჭირდება დრო და აქედან გამომდინარე ეს მშობიარობები შეიძლება მოხდეს სახლში, გზაში, ბინაზე, მანქანაში. მაგალითად, გუშინ უკვე იყო ასეთი პრეცედენტი: ქალმა მანქანაში იმშობიარა. ამას აპროტესტებს მოსახლეობა და თანამშრომლები. ჩვენ ექიმებს გვინდა მოვიხსნათ პასუხისმგებლობა და მოსახლეობას ვუთხართ, რომ ჩვენ დახმარებას ვერ გავუწევთ“, - განაცხადა ნონა კრილოვამ.
მისი განმარტებით, საავადმყოფოს მფლობელია კომპანია „პრაიმ მედი“, რომელმაც სამენაო განყოფილების შეკეთებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ დიდ თანხებს საჭიროებს.