ახალი ამბები
ბიბლიოთეკის დირექტორი საკრებულოს წევრს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორი მადონა მაქაცარია პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის, ბათლომე შელიას განცხადებას პასუხობს, რომელიც მან „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

ქალაქის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბათლომე შელიამ გადაცემაში მიწვეულ თემის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავას მიმართა და შეახსენა წლების წინ, „ორ ოთახში, წიგნების გარეშე“ გახსნილი ბიბლიოთეკა:

„რატომ არ გახსოვთ ეს? იმიტომ, რომ დაგესაქმებინათ თქვენი სიის მეშვიდე ნომერი, ბიბლიოთეკა წიგნის გარეშე გახსენით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ბიბლიოთეკა დააფუძნეს, წიგნი რომ არ ჰქონდათ ისე. შეიხედეთ მერიაში - ოთახებში ადგილები არ ჰყოფნით თანამშრომლებს. შეამცირეთ ესენი და მიიღებთ ოპტიმიზირებულ ბიუჯეტს“.

მის ამ განცხადებას მადონა მაქაცარია ფეისბუკზე ყოფილი ხელისუფლების დროს გაუქმებული ბიბლიოთეკებიდან გამოტანილი წიგნების ფოტო-არქივით და პოსტით გამოეხმაურა.

„ბათლომე შელია პირდაპირ შეეხო ჩემს პიროვნებას, ვითომ მე, რიგით მეშვიდე ადამიანი, რომელიც სიით უნდა გავსულიყავი და ვერ გავედი, დაუსაქმებელი დაასაქმეს და შეყარეს ერთი წიგნის გარეშე ორ ცარიელ ოთახში და გაიხსნა ბიბლიოთეკა. ჩვენი აიპი არ დაფუძნებულა დაუსაქმებელი ხალხის დასასაქმებლად. გაყოფის დროს ჩვენთან გადმოყვანილ იქნა 17 სათემო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი და ხუთი ბიბლიოთეკაში დარგობრივი სპეციალისტი. გახსნის მომენტისათვის თემში წიგნადი ფონდის რაოდენობა იყო 126000-ზე მეტი“, - ამბობს მადონა მაქაცარია.

მან „ლაივპრესთან“ საუბარში განმარტა, რომ თავის დროზე უმუშევარი არ ყოფილა და მესამე საჯარო სკოლაში ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე იყო. მერე შემოთავაზება მიიღო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოსტზე, რასაც დათანხმდა.

მადონა მაქაცარიას თქმით, მათთან შტატები „გაბერილი“ არ არის, და რომ ყველას საკუთარი სამუშაო გეგმა და მოვალეობები აქვს. მისივე განმარტებით, არ არიან „თითიდან გამოწოვილი“ ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, და ბიბლიოთეკაც მხოლოდ ბიბლიოთეკისთვის არ ფუნქციონირებს, არამედ მუშაობენ ახალგაზრდებისთვის და წიგნიერებისთვის.

მადონა მაქაცარიამ „ლაივპრესთან“ საუბარში გაიხსენა 2006 წელს დახურული ბიბლიოთეკებიც:

„მაშინდელი არქივებიდან ეს ფოტოსურათები არის მიზერული, რომელიც ჩვენ გვაქვს. ვარგისი რომელიცაა, მოგვაქვს. ფიზიკურად ვმუშაობთ, რომ ფონდი შევაგროვოთ და არ განიავდეს. მობრძანდით და ნახავთ, წიგნების ხელახალ რეგისტრაციას ვაკეთებთ. ვაგროვებთ უვარგისს, დამატლიანებულს, დაჭუპრებულს, ვაბარებთ მაკულატურაში და ახალ წიგნებს ვითხოვთ. ამაზე გაგვცენ პასუხი. თბილისიდან კი არ უნდა ეთქვა, მოსულიყო და ენახა ადგილზე ბატონ ბათლომე შელიას“.

საკრებულოს წევრის ბათლომე შელიას თქმით, მან არ იცის რატომ მოხდა თავის დროზე ბიბლიოთეკების დახურვა, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ ისეთ წიგნსაცავებზეა საუბარი, რომელთა ფუნქციონირება არ ღირდა, ლოგიკური გადაწყვეტილებაა. დეპუტატისვე განმარტებით, თუ სოფლებისთვის მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკები დახურეს, მაშინ ეს არასწორი ქმედებაა.

„ხომ არსებობდა ცენტრალური ბიბლიოთეკა, რომელიც კურირებდა ამ ბიბლიოთეკებს სოფლებში. თუ სადმე დაიხურა და იქ რამე წიგნი დარჩა, ბუნებრივია ცენტრალურ ბიბლიოთეკას უნდა ეზრუნა, რომ ისინი განეთავსებინა საკუთარ ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ დახურული ბიბლიოთეკებიდან წიგნები წამოეღოთ და აიპი შეექმნათ, არასწორია და არამართებული ხარჯვის კლასიკური ნიმუში“, - უთხრა ბათლომე შელიამ „ლაივპრესს“.

მისი განმარტებით, შესაძლებელი იყო დასუფთავების სამსახურის მსგავსად, ქალაქს და თემს ერთი ბიბლიოთეკა მომსახურებოდა, თუმცა მიიჩნევს, რომ სწორედ იმიტომ - მადონა მაქაცარია და თანამშრომლები იყვნენ დასასაქმებლები „ქართული ოცნების“ აქტივისტობისთვის, ბიბლიოთეკა პრაქტიკულად ცარიელ, ნაქირავებ ოთახებში დააფუძნეს.

„სოფლებიდან რომ მოიტანეს წიგნები და ჩაალაგეს კარადაში, ეს არ ამართლებს მათ ამ ნაბიჯს“, - გვითხრა ბათლომე შელიამ.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი მანანა გვარამია ამბობს, რომ 2006 წელს ცენტრალურის გარდა, ბიბლიოთეკები ყველა სოფელში დაიხურა.

„არცერთი სოფლის გამგებელი წიგნს არ იძლეოდა აქეთ. ნაწილი შემოვიტანეთ, მაგრამ ნაწილი, სადაც შეიძლებოდა მომავალში გახსნილიყო ბიბლიოთეკა, იქვე ადგილზე იქნა შენახული. მე 2007 წელს დავინიშნე და 2008 წელს უკვე დავიწყეთ აღდგენა, როგორც ბიუჯეტი გვაძლევდა შესაძლებლობას, იმის მიხედვით. ჯერ ექვსი აღვადგინეთ, მერე ხუთი. ერთი იყო ქალაქში და სოფლებში სულ 16 ბიბლიოთეკა“, - უთხრა მანანა გვარამიამ „ლაივპრესს“.

ამბობს, რომ ჩაკეტილ სივრცეში წიგნების შენახვა არ არის იოლი, თუმცა მას ადგილებზე უფრთხილდებოდნენ.

თავის მხრივ, მადონა მაქაცარია ამბობს, რომ ბიბლიოთეკის განვითარებას განაგრძობენ. ხდება მათი აღჭურვა ახალი წიგნებით და თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით. კიდევ სამს უახლოეს მომავალში პრეზიდენტის ფონდიდან ტექნიკას გადასცემენ.

ამას გარდა, 25 მაისს ანაკლიაში ახალი ბიბლიოთეკაც გაიხსნება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.