ქობულეთის სასტუმროს მეპატრონე, სადაც გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს
ქობულეთში, გარდაცვლილი იპოვეს ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს მეპატრონე,
სადაც რამდენიმე წლის წინ გაჩენილ ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე
ემსხვერპლა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, 50
წლამდე ასაკის მამაკაცმა სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო.
შსს-ს პრესსამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს, თუმცა გარდაცვლილის ვინაობას არ აკონკრეტებს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. „ხასანას“ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. აქ იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული 2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის 30 მოზარდი, გამოიყვანეს.