ახალი ამბები
ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის არგუმენტები, თუ რატომ უჭერს მხარს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას
FaceBook Twitter
E-mail Print
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს გამართული სხდომის ოქმი, სადაც მხარი დაუჭირეს თემის და ქალაქის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, ერთი კვირის შემდეგ გამოაქვეყნა. მასში ვკითხულობთ არგუმენტებს, რატომ ეთანხმება რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადებას საკრებულოს თავმჯდომარე ნატალია შეროზია.

მისი განმარტებით, 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმა იყო მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის განვითარებისთვის, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის შემდგომი პროგრესისთვის. ნატალია შეროზიამ აღნიშნა, რომ სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის საჭიროება და უფრო ეფექტური მმართველობითი სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივ მართვაში დემოკრატიის, კერძოდ მოქალაქეთა ჩართულობისა და დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნების“ უპრეცენდენტო ნაბიჯი ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის იყო მერების და გამგებლების არჩევითობის წესის შემოღება და ეს წესი უცვლელად დარჩება - ყველა მუნიციპალიტეტს ეყოლება ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელი - მერი. ახალი რეფორმა კი, როგორც ამბობს, ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების საჯაროობის, გამჭირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ახალ მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფენ რეალური თვითმმართველობის განხორციელებას.

„ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მერიამდე. რეფორმის მიხედვით, იზრდება ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობით ორგანოს - საკრებულოს უფლებამოსილებები და აღმასრულებელ ორგანოებზე - მერიაზე კონტროლისა და ზედამხედველობის ბერკეტები. მერი საკრებულოს წარუდგენს მოადგილეების და სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ თანამდებობებზე.

მეგობრებო, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შერწყმულ მუნიციპალიტეტს დარჩება ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად. მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები დამატებით მიიმართება ინფრასტრუქტული პროექტების განსახორციელებლად. ვინაიდან დღევანდელი ფორმულა გათანაბრებითი ტრანსფერისა არ იძლევა საშუალებას შენარჩუნდეს ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად, გადაწყვეტილია გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულის გადახედვა და სხვა ეკონომიკური სტიმულირების რეგულაციები.

მნიშვნელოვნად გაიზრდება ინფრასტრუქტურული თუ სამეწარმეო პროექტების დაფინანსება, რაც ნიშნავს დამატებითი თანხების მობილიზებას ადგილობრივ ბიუჯეტში, და რაც ყველაზე მთავარია ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ აუცილებელია მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე დანახარჯების ოპტიმიზირება და მიზნობრიობის მკაფიოდ ჩამოყალიბება.

საუბარია, მუნიციპალიტეტებში ააიპ-ების შექმნის მექანიზმების დარეგულირების აუცილებლობაზე. ეს გულისხმობს თვითმმართველობის უფლებამოსილებების ფარგლებში (მაგალითად: ბაღები, სპორტი, დასუფთავება, კეთილმოწყობა) სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას. შედეგად, გამოირიცხება იდენტური პროფილის პარალელური მუნიციპალური ორგანიზაციების არსებობა, რაც თავისმხრივ, გამორიცხავს გაბერილი შტატებისა და უფუნქციო ორგანიზაციებისა და თანამშრომლების არსებობას. შესაბამისად მოხდება ხარჯვის ოპტიმიზაცია და ხარჯვა გახდება უფრო მიზნობრივი. იქიდან გამომდინარე რომ მერსა და გამგებელს შორის არ არსებობს არანაირი ფუნქციური განსხვავება უფლებამოსილებებში, უმჯობესი იქნება ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს (მერიის) არჩეულ ხელმძღვანელს ერქვას ერთი სახელი. მერი არის ევროპული, ყველგან მიღებული ტერმინი.

თვითმმართველობის რეფორმის ახალმა ეტაპმა, უნდა უზრუნველყოს მეტი ჩართულობა, მეტი ანგარიშვალდებულება, მეტი რეალური თვითმმართველობის განხორციელება და საბოლოო ჯამში, ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერება და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე მე მხარს ვუჭერ შემოთავაზებულ წინადადებას, კერძოდ, ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნას“, - ვკითხულობთ სხდომის ოქმში.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს, დაპირისპირების და პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. უფრო ადრე აღნიშნულ წინადადებას მხარი თემის საკრებულომაც დაუჭირა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.