მოქალაქემ სახალხო დამცველს პოლიციელის მხრიდან ცემის ფაქტზე მიმართა
ზუგდიდში მცხოვრებმა რევაზ ჯინჯოლავამ, რომელიც აცხადებს, რომ
პოლიციამ ხელი გაარტყა,
სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის
სამმართველოს მიმართა. დეტალებს ომბუდსმენის აპარატი არ
ასაჯაროვებს.
„ვმოქმედებთ, მანდატის ფარგლებში, თუმცა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გავასაჯაროვებთ“, - უთხრეს „ლაივპრესს“ სახალხო დამცველის პრესსამსახურში.
რევაზ ჯინჯოლავამ „ლაივპრესს“ უთხრა, რომ 26 მაისს, საღამოს, საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაკეტილ ქუჩაზე გაიარა, რისთვისაც ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს. ამბობს, რომ მასსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„მე ვეუბნები, რომ მეჩქარება, შაქარმა ამიწია, დიაბეტი მაწუხებს, წამალი უნდა დავლიო- მეთქი, მაგრამ იმათ მეორე ეკიპაჟი გამოიძახეს, ბორკილები დამადეს და სამმართველოში გადამიყვანეს. რომელი ბანდიტი მნახეთ-მეთქი, რა გაყვირებსო, მითხრეს და ხელიც დამარტყეს. მოგვიანებით, სასამართლოში გადამიყვანეს და 500-ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს“, - უთხრა „ლაივპრესს“ რევაზ ჯინჯოლავამ.
მოქალაქე ამბობს, რომ მან მოსამართლეს სთხოვა გაცნობოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან საუბრის ვიდეო ჩანაწერებს, თუმცა მოსამართლემ მისი თხოვნა არ გაითვალისწინა.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქალაქე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და გადაკეტილ გზაზე გაიარა:
„მოგეხსენებათ, რომ გზები გადაკეტილი იყო 26 მაისთან დაკავშირებით. მან გაიარა გადაკეტილ გზაზე, შემდეგ ის დააკავეს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, თუმცა დაკავებული შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ხელწერილის საფუძველზე სახლში გაუშვეს. მოგვიანებით მის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოიტანა“.