ახალი ამბები
ზუგდიდში მეგრული ენის დღე აღნიშნეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში დღეს მეგრული ენის დღე აღნიშნეს. საზეიმო ნაწილის გარდა, რაც მეგრულად ლექსების წაკითხვასა და სიმღერებში გამოიხატა, შეკრებილებმა ისაუბრეს იმ პრობლემატიკის შესახებ, რასაც ქართველური ენების - მეგრულ-ლაზურის და სვანურის დაცვა ჰქვია. მომხსენებლები ძირითადად მეგრულ ენაზე მიმართავდნენ აუდიტორიას.

სახალხო მოძრაობა „სამეგრელოს“ ხელმძღვანელ ზურაბ კვარაცხელიას თქმით, ამ დღის აღნიშვნა უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებას ემსახურება, შეინარჩუნონ მშობლიური ენა, ასევე ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ შეხსენებას, რომ მეგრულზე ზრუნვა ქართული სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან მისი გაქრობით საშიშროება თავად კონსტიტუციით დაცულ ქართულსაც ემუქრება.

„თუ ასე გაგრძელდა, რამდენიმე ათეულ წელში გაქრება ეს ენები. მაქვს იმედი, საზოგადოების დიდი ნაწილი მიხვდება პრობლემის არსს და ხელისუფლებაც მიხვდება, რომ მისახედია ამისთვის და გააკეთებს ყველაფერს გარანტიების შესაქმნელად, ეს კანონებით იქნება თუ სტრუქტურული მექანიზმებით, ამ ენების დაცვისთვის“, - აღნიშნა ზურაბ კვარაცხელიამ.

მისივე განმარტებით, უკვე წლებია მიმართავენ მთავრობას, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, იზრუნონ მეგრული ენის შენარჩუნება-განვითარებისთვის, თუმცა პასუხად მხოლოდ „არაფრისმთქმელი“ ტექსტები მიიღეს.

ისინი სთავაზობენ ხელისუფლებას, შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც აღნიშნულ პრობლემატიკაზე იმუშავებს.

შეხვედრის მონაწილე მწერალ გიორგი სიჭინავას განცხადებით, დღეს ოჯახებში მშობლები ბავშვებს იშვიათად ესაუბრებიან მეგრულად, რის გამოც მათი უმრავლესობა ცუდად, ან საერთოდ ვერ ფლობს მშობლიურ ენას. სწორედ ამიტომ, ფიქრობს, რომ ეს გარემოებაც ზრუნვის საგანია.

შეკრებილებისვე თქმით, საჭიროა ბაღსა და სკოლებშიც საუბარი მეგრულ ენაზე ქართულის პარარელურად, რათა მოზარდები ადრეულ ასაკში შეეჩვიონ და არ გაუუცხოვდეთ ეს ენა. მათ იმაზეც გაამახვილეს ყურადღება, რომ მეგრულად ლაპარაკის ბევრს რცხვენია, რაც თავის მხრიც ცალკე პრობლემას წარმოადგენს.

დღევანდელ ღონისძიებაზე დასასწრებად საგანგებოდ ჩამოვიდა ზუგდიდში ლაზი მაჰირ ილდისი. ამბობს, რომ თურქეთშიც აქვთ მშობლიური ენის ცოდნის პრობლემა და მის შენარჩუნებას ცდილობენ. ილდისის თქმით, არ აქვთ სათანადო წიგნები ლაზური ენის, არც სხვა სახელმძღვანელოები, რაც ლაზურის შესწავლის პროცესს ართულებს.

„ჩვენი ისტორია კოლხეთის ისტორიაა. მე ვხედავ გარკვეულ პრობლემებს სამეგრელოში. ახალგაზრდა ადამიანები საუბრობენ მეგრულად, მაგრამ იმაზეც ვფიქრობთ, რა შეიძლება მოხდეს 30-40 წლის შემდეგ. შეიძლება მეგრული ენა მოკვდეს, თუ ჩვენ ერთად, მეგრელები და ლაზები არ მოვიმოქმედებთ რამეს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ კარგი იქნება ორმხრივი ხშირი მიმოსვლა, რათა ერთმანეთი არ დაკარგონ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის აპარატის უფროსი ლაშა გვასალიაც. მისი თქმით, ვერავითარი კანონი ვერ დაიცავს ენას იმაზე უკეთ, ვიდრე ამას ადამიანი მოახერხებს.

„ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვეფეროთ ჩვენს ენას, ვისაუბროთ მეგრულად, ვასწავლოთ შვილებს მეგრული ენა. არ უნდა გვრცხვენოდეს მეგრულად საუბრის და მეგრული ენაც დაცული იქნება. კონსტიტუცია არ არის ენის სიძლიერის განმსაზღვრელი. ენის სიძლიერის განსმსაზღვრელია ხალხი“, - გვითხრა მან.

მეგრული ენის დღე ზუგდიდსა თუ სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტებში 2013 წლიდან აღინიშნება. 29 მაისი - ეს თარიღი საგანგებოდ შეირჩა, ენათმეცნიერ მამანტი ძაძამიას დაბადების დღესთან დაკავშირებით.

შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, რომ შესაძლოა მათზე ბევრი რამ არ არის დამოკიდებული ენის გადარჩენის თვალსაზრისით, თუმცა მსგავსი აქტივობებით ცდილობენ უფრო მეტი ადამიანი შემოიკრიბონ გარშემო და გაერთიანდნენ მთავარი პრობლემის - გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი მეგრული ენის გადარჩენისთვის.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.