ზუგდიდში ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩის და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო [ფოტო]
ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩის და ეზოს გამოსავლენად როგორც
ქალაქ ზუგდიდის, ასევე თემის მუნიციპალიტეტში კონკურსი დაიწყო. ააიპ
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორმა ნუგზარ მალაშხიამ
„ლაივპრესს“ უთხრა, რომ გამგეობაში კომისიის პირველი სხდომა უკვე
გაიმართა. ამ ეტაპისთვის გამოვლინდა ექვსი ადმინისტრაციული ერთეული,
ამდენივე ქუჩა და ათი საცხოვრებელი სახლი.
ნუგზარ მალაშხიასვე თქმით, მათი ბრიგადირები, კონტროლიორები დადიან სოფლებში, ქალაქის ქუჩებში და მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან კონკურსის შესახებ. პარარელურად მერიის და გამგეობის გვერდზეც არის ცნობები განთავსებული.
„ჩვენ ბევრი კარგი ეზო და ქუჩა გამოვავლინეთ სოფელში. მუშაობას კიდევ ვაგრძელებთ. ბოლოს ჩვენი კომისია გადაწყვეტს და გავუწევთ რეკომენდაციას რამდენიმეს და მერე თბილისი რასაც გადაწყვეტს, ის იქნება. რესპუბლიკური კომისია შეარჩევს, რომელიც სამ თვეში ერთხელ იკრიბება“, - აღნიშნა „ზუგდიდდასუფთავების ცენტრის“ დირექტორმა.
კონკურსი ქვეყნის მასშტაბით მაისის თვეში დაიწყო და სექტემბრის ბოლოსთვის უკვე გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
„ზუგდიდდასუფთავების ცენტრმა“ ყველაზე სუფთა სოფლის, ქუჩისა და ეზოს გამოსავლენად კონკურსი დაიწყო, რომელიც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცხადდა.