ახალი ამბები
ზუგდიდში საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე თანხმობა საკრებულომ მერიას ორი ქუჩის გამოკლებით მისცა
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის ქუჩებში დამატებით 25 საგზაო ნიშანი, მათ შორის ოთხი სიჩქარის შემზღუდავი ბორცვი დამონტაჟდება. ეს გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. მერია ნებართვას 27 ნიშანზე ითხოვდა, თუმცა დეპუტატებმა ორ ქუჩაზე - თაბუკაშვილი-სტალინის და თაბუკაშვილი-გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე „გაჩერება აკრძალულია“ ნიშნის დამონტაჟების საკითხი ამოიღეს დღის წესრიგიდან. მათ მიიჩნიეს, რომ ამ მონაკვეთებში მოძრაობა ისედაც ინტენსიურია და ავტომანქანების დასაყენებული ადგილი არც არის. მით უფრო, ახლოს შუქნიშანი და ე.წ. ზებრა გადასასვლელია, ამიტომ ამის საჭიროება ვერ დაინახეს.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდა ტრანსპორტის განყოფილების უფროსი დავით ხუბუა. მისი განმარტებით, აღნიშნული ქუჩები ვიწროა, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებით მისი განტვირთვა მოხდებოდა. ეს მოსაზრება არ გაიზიარა დეპუტატების ნაწილმა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაციამ აღნიშნა, რომ თაბუკაშვილი-სტალინის მონაკვეთი მის უბანში შედის და როცა აქ წყლის სისტემის მოწყობის საჭიროებიდან გამომდინარე ტერიტორიის გადათხრა მოხდა, მაშინ იყო მცირე საცობები, ავტომანქანებსაც მძღოლები დროებით აყენებდნენ. თუმცა, ფიქრობს, რომ დღეს საგზაო ნიშნის დამონტაჟება საჭირო არ არის. ამის მიუხედავად, წინადადებას ხმა მაინც მისცა.

სიჩქარის შემზღუდავი ბორცვების დამონტაჟებაზე მსჯელობისას, ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება მასიურად ქალაქში მათ დამონტაჟებას, როცა ამას საჭიროება არ მოითხოვს, არ არის ახლოს სკოლა, ან საბავშვო ბაღი. მისი განმარტებით, მძღოლებისთვის ეს დისკომფორტს ქმნის და თანხების დაზოგვაც მოხდება. მიუხედავად ამისა, წინადადებას ხმა მანაც მისცა.

„მე ბორცვების მასიურად განთავსების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ერთ საკითხად გადიოდა, თან ეს საგზაო ნიშნები აუცილებელი იყო. ცალკე კენჭისყრა არ იყო. საერთო ჯამში დოკუმენტს ხმა მივეცი“, - განუმარტა მან „ლაივპრესს“. XGeneve

რაც შეეხება ორი ქუჩის ამოღებას ჩამონათვალიდან, თენგიზ ქოჩუას თქმით, თუკი აუცილებლობა იქნება, საკითხზე მუშაობა მომავალში გაგრძელდება. 

საკითხი ხმათა უმრავლესობით მიიღეს. მას მხარი არ დაუჭირა ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ წევრმა ლაშა ფარცვანიამ, ასევე ფრაქცია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.