ახალი ამბები
სეს-ი თხილის შეწამვლაზე: გლეხები შეცდომაში შეიყვანეს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს თხილის მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებები და ის შედეგი, რაც კონკრეტული ქმედებების შედეგად მიიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, რომ მათ უკვე დაასრულეს მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლის პირველი ეტაპი. მონიტორინგის შედეგებმა კი, მისი თქმით, აჩვენა, რომ კამპანია წარმატებული იყო და „არაჩვეულებრივი შედეგიც“ დაიდო. სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, მნიშვნელოვნად შემცირდა აზიური ფაროსანას პოპულაცია, მიუხედავად წლევანდელი არასახარბიელო, წვიმიანი ამინდებისა.

ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, მეორე ეტაპი წელს აღარ განხორციელდება. მანვე აღნიშნა - ყველა პესციდიტს აქვს დაყოვნების პერიოდი, რაც გულისხმობს იმას, რომ მცენარის ბოლო შეწამვლიდან მოსავლის აღებამდე 30 დღიანი პერიოდი უნდა გავიდეს, ნაყოფი რომ უვნებელი იყოს. ამიტომ, მათი რეკომენდაციაა, თხილის მოკრეფა 1 აგვისტომდე არ მოხდეს.

„ლაივპრესის“ კითხვის პასუხად, რომ ადგილობრივი გლეხების უმრავლესობა არ იზიარებს შეხვედრაზე გაჟღერებულ ინფორმაციას პოზიტიურ შედეგებთან დაკავშირებით, და რომ ისინი საუბრობენ შეწამვლის სამუშაოების დაგვიანებაზე, რამაც მათ მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე გაუნადგურდა, განმარტა:

„გლეხები არიან შეცდომააში შეყვანილები. ის კომპანია, რომელიც არის წამყვანი, მსოფლიოში „ფერერო“, ჩვენ გვაქვს სამი დღის სხვაობა წამლობებში. რაც არ არის მნიშვნელოვანი აბსოლუტურად. „ფერერომ“ რაც გააკეთა, ფაქტობრივად ჩვენ იმ პერიოდში დავიწყეთ წამლობა“, - გვითხრა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ვინ შეიყვანა გლეხები შეცდომაში - სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სავარაუდოდ ადგილობრივმა ექსპერტებმა, ან კიდევ „პოლიტიკურად ანგაჟირებულმა“ ადამიანებმა.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მთავარი აგრნომმა რევაზ შონიამაც გაიზიარა სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ღონისძიებები იყო ეფექტური და დაგვიანება არ მომხდარა, რომ თვითონ მავნებელმა ცუდი კლიმატური პირობების მიზეზით „დააგვიანა სამალავებიდან გამოსვლა“, ამ ყველაფერს კი ჭარბი ნალექი დაერთო. რევაზ შონიას თქმით, შექმნილმა ვითარებამ გარკვეულწილად იმოქმედა წამლობის მოკლე ვადაში ჩატარებაზე. 

„ამიტომ, თუ ვინმეს მოეჩვენა, რომ ეს იყო ძირითადად ამინდის ფაქტორიდან გამომდინარე და და არა სხვა სამსახურების მოუქნელობის და არაკომპეტენტურობის გამო“, - აღნიშნა მან.

ამას გარდა, მთავარი აგრონომისვე თქმით, საგანგაშო ვითარების მიზეზი მხოლოდ აზიური ფაროსანა არ ყოფილა. ჭარბმა ნალექმა ხელი სოკოვანი დაავადებების გავრცელებასაც შეუწყო. მანვე განმარტა, რომ არის ფართობები, სადაც დაზიანების ხარისხი აღემატება 90-95%-ს. მაგრამ იმ ტერიტორიებზე, სადაც ჩატარდა წამლობა კომბინირებული ნაზავით, დაზიანების ხარისხმა მხოლოდ 8-10% შეადგინა.

რევაზ შონია ამბობს, რომ მსგავს წამლობას დიდი ფინანსები არ სჭირდება, დაახლოებით 150 ლარამდე, რაც თვითონ ფერმერსაც შეეძლო გაეკეთებინა. ამიტომ მან ყველა მათგანს ბევრად მეტი აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა, მომავალში მსგავსი მძიმე შედეგის თავიდან ასარიდებლად.

თავის მხრივ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ განმარტა, რომ მათ ამ ეტაპზე შეწამვლის სამუშაოების 96%-იანი შესრულება აქვთ, უახლოეს დღეებში კი პროცესი მთლიანად დასრულდება. მისი თქმით, რომ არა გატარებული ღონისძიებები, დღეს ზარალი შესაძლოა ბევრად მეტი ყოფილიყო.

„სწორედ ამ ღონისძიებების შედეგად ჩვენ მიგვაჩნია, რომ მინიმალურ დონემდე იქნება დაყვანილი ის ეკონომიკური ზარალი, რაც შეიძლება გამოეწვია აზიურ ფაროსანას. ყველაზე მეტი ზარალი რომელ მუნიციპალიტეტს მიადგა, ვერ გავმიჯნავთ. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მუნიციპალიტეტში სპეციალიზებული კვლევები თავიდანვე იქნა ჩატარებული. ამ კვლევების თანახმად, მეტ-ნაკლები სიხშირით გვხვდება თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა მაღალმთიანი ზონისა. ამიტომ ძნელია თქმა, კონკრეტულად რომელ მუნიციპალიტეტში რა პროცენტული მაჩვენებლი გვქონდა აზიური ფაროსანასი“, - აღნიშნა გუბერნიის წარმომადგენელმა.

სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მომავალი წლისთვის მაქსიმალურად გაითვალისწინებენ კომპლექსურ განსახორციელებელ ღონისძიებებს და შედეგიც ბევრად უფრო ეფექტური იქნება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში შარშანდელის მსგავსად წელსაც თხილის უხარისხო მოსავალს ელოდებიან. როგორც გლეხები აცხადებენ, მიზეზი გავრცელებული რამდენიმე სახეობის მავნებელი და დაავადებაა. მათ შორის არის ახალი, ინვაზიური მავნებელი - აზიური ფაროსანაც, რომელიც თხილის კულურასთან ერთად სხვა ნარგავებსაც ანადგურებს. ამ საკითხზე მასალა „ლაივპრესმა“ გასულ თვეში მოამზადა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
14:27 / 20.09.2017
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები
მძიმეა, მაგრამ
14:11 / 20.09.2017
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა, მაგრამ
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
12:09 / 20.09.2017
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
11:46 / 20.09.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.