ახალი ამბები
მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხით უკმაყოფილოები არიან [ფოტო]
FaceBook Twitter
E-mail Print
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მეთევზეებს შორის კოლხეთის ტყე-პარკის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეები მიღებული პასუხით უკმაყოფილოები დარჩნენ. მათ უთხრეს, რომ მინისტრს ესაუბრნენ და გარკვეული დათმობა არის. კერძოდ ის, რომ მიეცათ უფლება ითევზაონ პალიასტომის ტბის გაგრძელებაზე, ნათხარის ტერიტორიაზე.

რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ეს შეეხებოდა ტბაზე უფრო მეტი სიგრძის ბადით თევზაობას. ამ ეტაპზე დასაშვებია მხოლოდ 150 მეტრის სიგრძის გამოყენება, რაც შეკრებილთა თქმით, რეალურად არ იძლევა თევზაობის საშუალებას.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ მძლავრი მატორიანი კატერით მუშაობის უფლებას, რაზეც სამინისტროს წარმომადგენლებს ქონდათ პასუხი, რომ ეს თევზს აფრთხობს. თუმცა მეთევზეთა თქმით, თუ ისინი ნაკლები სიმლავრის კატერით გადაწყვეტენ მუშაობას, ამ შემთხვევაში ეს მათ უსაფრთხოებაზე აისახება, რადგან მსგავსი ტრანსპორტი წყალში სახიფათოა.

ერთი დათმობის გარდა, სამინისტროსგან მიიღეს პასუხად, რომ სხვა დეტალები შემდგომი განხილვის საგანი იქნება. მეთევზეების კითხვის პასუხად, თუ როგორ უნდა ითევზაონ დღეს საღამოს, ან ხვალ დილით, მათ განუცხადეს, რომ მოცემულ ეტაპზე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინება მოუწევთ. უწყების წარმომადგენლებმა შეკრებილებს კანონმორჩილებისკენ მოუწოდეს.

მეთევზეების თქმით, სწორედ მოქმედი კანონმდებლობა არ აძლევთ მათ ნორმალურად მუშაობის საშუალებას, რის გამოც მუდმივად ჯარიმდებიან. ჯარიმების ოდენობაც, განმარტავენ, რომ მაღალია და ის 500 ლარიდან იწყება.

აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ თითქმის ყველა მათგანი უკვე დაჯარიმებულია, რისი გადახდაც უჭირთ.

მათივე თქმით, მოთხოვნების სრულად შეუსრულებლობამდე აქციები გაგრძელდება და უფრო მკაცრ ფორმას მიიღებს.

მეთევზეებმა პროტესტის ნიშნად დღეს ფოთი-ბათუმის დამაკავშირებელი გზაც გადაკეტეს, თუმცა მოგვიანებით სამართალდამცველებმა მისი გათავისუფლება დაპირისპირების ფონზე შეძლეს. რამდენიმე მათგანი შეუძლოდ გახდა, ერთმა კი თვითდაზიანება მიიყენა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ხმაურის და აქციის ფონზე მიმდინარეობა დღის განმავლობაში შეხვედრა კოლხეთის ეროვნული ტყე-პარკის ადმინისტრაციის შენობაში, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს და მეთევზეებს შორის.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
11:42 / 23.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
11:06 / 23.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.