ახალი ამბები
ე.წ აკვაპარკის ტერიტორიაზე მიწის გასხვისებას დეპუტატების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქალაქ ზუგდიდში, „აკვაპარკის“ ტერიტორიაზე 10 კვადრატული მიწის ნაკვეთი სავაჭრო ობიექტის განსათავსებლად გასხვისდა. გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საუბარია ნიკოლაძის ქუჩა #3-ში პირდაპირი განკარგვის წესით, მიწის იჯარის ფორმით გადაცემაზე შპს „ჯეო დისტრიბუშენ გრუპზე“, რომელიც აქ საკუთარ წარმოებას, ხორც-პროდუქტებს გაყიდის. კერძოდ „ბიუ ბიუს“ ქათმის ნაწარმს.

ეკონომიკის და ურბაული განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ აღნიშნა, რომ აქ დაიდგმება მსუბუქი კონსტრუქცია, ბორბლებიანი, ავტომისაბლელიანი ჯიხური ხუთი წლის ვადით. თუმცა, კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, მერია იღებს ვალდებულებას და ეს ხელშეკრულებაშიც არის გაწერილი, რომ თუკი ინვესტიცია შემოვა მოცემულ ტერიტორიაზე და მშენებლობა დაიგეგმება, ნაკვეთი კომპანიამ უნდა გაათავისუფლოს.

აღნიშნულ წინადადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

„ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას თქმით, გადაწყვეტილება არასწორია და ამიტომ მას მხარი არ დაუჭირა.

„მაშინ, როცა თქვენ იქ პაატა დანელიას გადაეცით მიწა, ვთქვი, რომ ფაქტიურად დაიწყებოდა ამ მიწის გასხვისების და ბიზნესისთვის გამოყენების პროცესი. აგერაა მაგალითი ამის. ხორცის გაყიდვა რომ უნდა, ამის გამო აკვაპარკის ტერიტორიის მიცემა რამდენად სწორია, ჯერ ერთმანეთს ვკითხოთ და მერე მერმა კითხოს თავის თანამშრომლებს, საზოგადოებასაც. ასეთი მდიგომით ხუთი წლით ხორცს მივცემთ, შემდეგ გამოჩნდება ბოსტნეულის გამყიდველი და ჩვეულებრივ სავაჭრო ობიექტად ვაქცევთ აქაურობას“, - განმარტა მან.

წინადადებას მხარი არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან კონჯარიამ დაუჭირა. მისი თქმით, მიზანშეუწონელია აღნიშნულ ტერიტორიაზე „ფეხზე დამდგარი კონტეინერის თუ პრიცეპიანი ობიექტის“ განთავსება.

„კეთილი ინებოს და როგორც სხვა ქალაქშია, დედაქალაქშია, ქუთასშია, რუსთავშია, ჩვეულებრივ ფართი იქირაოს, ათი თუ ოცი კვადრატი იქნება და ადამიანურად, ცივილურად გაყიდოს თავისი ხორცი“.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უსაყვედურეს საკრებულოს თავჯდომარეს, რომ ის მსგავს საკითხებს მხარს არ უნდა უჭერდეს.

საპასუხოდ ნატალია შეროზიამ აღნიშნა - „არ არის ისეთი უსახური და ბაბაიაგას ბორბლები.. არ არის ისეთი საზარელი ფაქტი, როგორც თქვენ ხატავთ“.

წინადადების მხარდაჭერისგან თავი შეიკავეს ფრაქცია „ზუგდიდის მომავლისთვის“ წარმომადგენელმა ლაშა ფარცვანიამ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა კახაბერ ფარცვანიამ.

თუ რატომ, მიზეზზე მათ „ლაივპრესთან“ საუბარი არ ისურვეს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
19:39 / 23.07.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
19:24 / 23.07.2017
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
სამსახურმა ექვსი
12:02 / 22.07.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა ექვსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
10:36 / 22.07.2017
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.