ახალი ამბები
შელია: წითლიძესთან ოთახში თუ არ ვიქნები, „ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ როლს არ თამაშობს [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოში რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა, რადგან მისმა ერთ-ერთმა წევრმა ბათლომე შელიამ უარი თქვა მის წევრობაზე, ეს ინფორმაცია დეპუტატებს ოფიციალურად მიაწოდა იურიდიულ და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ.

შესაბამისი განცხადება საკრებულოს აპარატში 10 ივლისს დარეგისტრირდა.

დეპუტატმა თენგიზ ხარჩილავამ აღნიშნა, რომ უკვე დიდი ხანია რაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, თუმცა ენმ-ის კაბინეტთან ისევ ერთად აწერია - ანა წითლიძე და ბათლომე შელია.

„დარწმუნებული ვარ, გააკეთებთ ოპერატიულად და ცალ ცალკე იქნება ფირნიშები“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

საპასუხოდ ბათლო შელიამ განმარტა, რომ ეს საქილიკო თემა არ არის. მისივე თქმით, ის საკრებულოს წევრი გახდა ენმ-ის სიით და დღემდე გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც მათ მხარი დაუჭირა. თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა თენგიზ ხარჩილავას, რომ ისინი გაიყვნენ შემდეგი მიზეზით, რომ მათ ქონდათ განსხვავებული მიდგომები მოქმედ ხელისუფლებასთან საბრძოლველად.

მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირება და განხვავებული მოსაზრებები გვაქვს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“, მე ვარ ის ადამიანი, ვინც ბოლომდე იბრძოლებს, რათა თქვენი ხელისუფლება ჩამოშორდეს ამ ქვეყანას. ის, რომ ანა წითლიძე და ბათლომე შელია ერთად არ ისხდებიან მაგიდასთან, ან ოთახში, ეს დიდ როლს არ თამაშობს ამ მიზნის მიღწევაში“, - განმარტა მან.

ბათლომე შელიამ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარეს 10 ივლისს მიმართა.

მან „ლაივპრესს“ მაშინ უთხრა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ენმ-ის წევრ ანა წითლიძესთან დაპირისპირების გამო მიიღო.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების
გაქცევის საქმეზე
23:19 / 17.01.2018
დრანდის ე.წ. საგამოძიებო იზოლატორიდან ორი წლის წინ პატიმრების გაქცევის საქმეზე






გალის შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად,
15:24 / 17.01.2018
გალის შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად,






გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
14:53 / 17.01.2018
გალში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების






ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენის სამუშაოები
13:40 / 17.01.2018
ფოთში, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის აღდგენის სამუშაოები
რედაქტორის რჩევით
ზუგდიდის ცენტრიდან სოფელ რუხში, აფხაზეთის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი, რომელსაც აპრილში
წალენჯიხის მცხოვრებმა 70 წლის ბედიშა ხარჩილავამ ციხეში სასჯელის მოხდის
ქრისტიანულ დღესასწაულებს საქართველოს კუთხეებში სხვადასხვა
ზუგდიდის თეატრი საიუბილეო თარიღს საკუთარი შენობის გარეშე აღნიშნავს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.