ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი: სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება არ უნდა ხდებოდეს არჩევნების წინ
ქალაქ ზუგდიდში სანიაღვრე არხების და წყალსაწრეტი სისტემების რეკონსტრუქცია-მოწყობისთვის, მთავრობის დადგენილებით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 447 ათასი ლარი გამოიყო. ამ გადაწყვეტილებას საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგ მისცა ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან კონჯარია იყო. მისი თქმით. სანიაღვრე არხების რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო არჩევნებამდე ბევრად ადრე და არა არჩევნების წინ.

„დღეს რაც იწყება, ეს ისევ და ისევ მიმართულია იქითკენ, რომ საარჩევნოდ უნდათ თანხების აღება და გადასროლა პარტიის მხარდამჭერებისთვის. დიდი ხანი გავიდა და ქალაქში ხანია არაფერი გაკეთებულა. ახლა აპირებენ რამის გაკეთებას?“, - აღნიშნა მან.

მის მოსაზრებას არ დაეთანხმა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ხარჩილავა. მან განმარტა, რომ აუცილებლობა განაპირობა ბოლოდროინდელმა სტიქიამ, რამაც ქალაქის ქუჩებში სერიოზული პრობლემები შექმნა. თენგიზ ხარჩილავასვე თქმით, ენმ-ის მმართველობის პირობებში სანიაღვრე სისტემა ბევრგან მოწესრიგდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ეს არ არის ის საქმე, რომელსაც თქვენ ეძახით, რომ თანხა გადავისროლოთ სადღაც მალულად. აგერ დაიდება ხელისგულზე. გაკეთდება და ვნახავთ. აქედან გამომდინარე, ვერ დაგეთანხმებით ამაში, ვერ გავიზიარებ თქვენს მოსაზრებას“, - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრ ბათლომე შელიას განმარტებით, სანიაღვრე არხები მოსაწესრიგებელია, მაგრამ აუცილებელია სამუშაო პროცესში იყოს მეტი კოორინაცია, სად უფრო არის აუცილებლობა რეკონსტრუქციის და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები.

ოპოზიციონერი დეპუტატის ცნობით, რთული ვითარება ძლიერი წვიმებისას იქმნება უბერის ქუჩაზეც, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, თუმცა პრიორიტეტების ნუსხაში ის უკანა პლანზეა.

საპასუხოდ მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ბადრი მესხმა აღნიშნა, რომ პროექტი უკვე მზადაა და წლის ბოლომდე აქ პრობლემის მოგვარებას გეგმავენ.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
19:39 / 23.07.2017
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
19:24 / 23.07.2017
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში,
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
სამსახურმა ექვსი
12:02 / 22.07.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურმა ექვსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
10:36 / 22.07.2017
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურმა სოხუმში
რედაქტორის რჩევით
ქალაქ ზუგდიდის მე-13 საბავშვო ბაღში ძიძამ ერთ-ერთ
პატარა ბიჭი საქანელაზე ქანაობს და ღიღინებს.
არჩევნებიდან დღემდე, ექვსი თვის განმავლობაში, პარლამენტში საკანონმდებლო
ქალაქ გალის მილიციაში დაძაბულ ფონზე მიმდნარეობს ბინადრობის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.