გაუპატიურების მცდელობა GEM fest-ზე
განმუხურში, GEM fest-ის ტერიტორიაზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე
მამაკაცმა გოგონა იძულებით
მიიყვანა ზღვის სანაპიროსთან, სადაც მისი გაუპატიურება სცადა.
არსებული ინფორმაციით, ქალმა მას ქვა ჩაარტყა, რა დროსაც მამაკაცი მის
ცემას შეეცადა. გოგონას ღიად საუბარი ჯერჯერობით არ სურს.
შსს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლით, რომელიც ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს.
„ჩატარდა ექსპერტიზა, თუმცა მისი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი. ამიტომ მომხდარი არ არის შეფასებული, როგორც გაუპატიურების მცდელობა“, - განაცხადეს სამინისტროში.
ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი GEM fest 14 ივლისს გაიხსნა. ის ანაკლია-განმუხურში 2015 წლიდან იმართება. შარშან ღონისძიებას 35 ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. ფესტივალი „Check in Georgia-ს“ ფარგლებში იმართება.