საოკუპაციო ხაზთან დღეიდან სამოქალაქო პატრულირება იწყება
სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას
იწყებს. მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, ინიციატივა მხოლოდ
სამშვიდობო ხასიათს ატარებს და მათი მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ
იქნება.
20-მა მოხალისემ უკვე გამოთქვა სურვილი, სამოქალაქო პატრულირებაში მიიღოს მონაწილეობა. საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს გადაადგილება შეთანხმებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
„ჩვენ არ გადავკვეთთ თქვენი უსაფრთხოების ხაზს. ჩვენი მიზანია, აქ იმ დრომდე დავრჩეთ, ვიდრე ოკუპანტები არ დატოვებენ ტერიტორიას. შევეცდებით, რუსი სამხედროების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ჟურნალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.
მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კონტაქტი ექნებათ და ფიქრობს, ისინიც შეუერთდებიან ამ ინიციატივას.
ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ტელეწამყვანმა დავით ქაცარავამ რუსეთთან ჰიბრიდული ომი ცოტა ხნის წინ დააანონსა, რაც საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას ითვალისწინებს.
სამოქალაქო პატრულირება ე.წ. მცოცავ ოკუპაციას უკავშირდება, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ავრცელებს.