ახალი ამბები
მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით ევროკავშირის მისიის ზუგდიდის ოფისთან აქცია გაიმართა [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისის წინ ორმა ადგილობრივმა მცხოვრებმა საპროტესტო აქცია გამართა. ერთ-ერთი მათგანი შემოქმედთა გაერთიანება „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორია, მეორე კი იური ღვინჯილიაა. ისინი უკვე წლებია ითხოვენ ხელისუფლებისგან, საკუთარ თავზე აიღოს გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი მეგრულ-ლაზურ-სვანურ ენებზე ზრუნვა და განვითარების ხელშეწყობა.

აქციის მონაწილეები შეხვდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, რომელსაც გააცნეს არსებული ვითარება.

პასუხად, როგორც „აიას“ თავმჯდომარე ედემ იზორიამ „ლაივპრესს“ უთხრა, მიიღეს, რომ ისინი საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე არსებულ მდგომარეობას აკვირდებიან და რომ აღნიშნული პრობლემა მათ კომპეტენციას სცდება. ურჩიეს შეკრებილებს, მიმართონ როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე ევროსაბჭოს და ევროპულ ქარტიას, რეგიონულ და უმცირესობათა ენების შესახებ.

„კატასტროფულია მეგრული ენის მდგომარეობა. დაიარეთ ზუგდიდის სკოლები და საბავშვო ბაღები. ნახეთ, თუ იციან მეგრული. მე-3, მე-5, მე-8 კლასამდე ერთი სიტყვა მეგრული არ იციან. ასეთ ვითარებაში დაღუპულია ენა და უკვე დაღუპულია. რაღაც ხომ უნდა გავაკეთოთ. აბა, შევეგუოთ ამას? შევეგუოთ მეგრელი ხალხის სიკვდილს? როგორ შეიძლება ეს?“, - გვითხრა ედემ იზორიამ.

თავის მხრივ, იური ღვინჯილიამ ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის აქ ევროკავშირის „ყალბი დემოკრატიის და ორმაგი სტანდარტების“ გასაპროტესტებლად მოვიდა. ის ამბობს, რომ ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველომ აიღო ვალდებულება ხელი მოეწერა რეგიონულ, ან ეროვნულ უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიისთვის და მისი რატიფიცირება მოეხდინა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა.

„საქართველოს მთავრობამ 2013 წელს შექმნა კომისია ვალდებულებასთან დაკავშირებით და შეიმუშავა სტრატეგია. აღიარა სახელმწიფოში 17 ენის არსებობა, თუმცა ლაზურ-მეგრულ-სვანური იგნორირებულია პარლამენტის დადგენილებით. მიიჩნიეს, რომ ევროპული ქარტიის ნორმები ამ ენებზე არ უნდა გავრცელდეს“, - აღნიშნა მან.

მოქალაქემ აქციაზე თან მოიტანა სტალინის პერიოდში გამომავალი ძველი მეგრულენოვანი „ყაზახიში გაზეთი“, ასევე რუსული ოკუპაციის პირობებში მოქმედი გაზეთი „გალ“, სადაც მასალები ასევე მეგრულად იბეჭდება და ლაზური გაზეთი „აღანი მურიცხი“. თუმცა, იური ღვინჯილიას განმარტებით, სამეგრელოში ვერ ნახავთ მსგავს გამოცემებს მეგრულ ენაზე, და ეს საკითხი, როგორც აღნიშნა, ამ დრომდე იგნორირებულია, რადგან „ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა“.

აქციის მონაწილე ამბობს, რომ ერთხელ, 2008 წელს გამოსცა მეგრულენოვანი გაზეთი პირადი ხარჯებით, 2 ათასი ტირაჟით, თუმცა ფინანსების არარსებობის გამო ამ ყველაფერს გაგრძელება არ მოჰყოლია. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემის არსებობისას მიზეზი მხოლოდ ფინანსური ვერ იქნება, არამედ ეს პრობლემა რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, როგორიცაა იურიდიული, პოლიტიკური მხარე, საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან ერთად.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მან სთხოვა სახელმწიფო სტრუქტურებს თანადგომა აღნიშნულ საქმეში, თუმცა უარი მიიღო.

ჩვენი კითხვის პასუხად, რომ სოციალურ ქსელში ადამიანები ღიად გამოხატავენ აგრესიას იური ღვინჯილიას მიმართ, და იწერება, თითქოს ის რუსეთიდან ფინანსდება, აღნიშნა: ფინანსები რომ მქონოდა, ალბათ აქ იქნებოდა 500 ადამიანი. ორგანიზებას სჭირდება ფინანსები. ესე იგი, რუსული ფულით ევროკავშირის დროსა ვიყიდე?“.

მიუხედავად იმისა, რომ იური ღვინჯილიამ სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ დააანონსა ევროკავშირის სადამკვირვებლო ოფისთან საპროტესტო აქციის გამართვა, დღეს მხოლოდ ორი ადამიანი შეიკრიბა. თუ რატომ, ამბობს, რომ ადამიანები „ევროკავშირს და მის ყალბ დემოკრატიას არ ენდობიან“.

თუმცა, მისივე თქმით, არიან ცალკეული პირები, რომლებიც სხვა, მაგალითად ორგანიზაცია „სამეგრელოს“ შეხვედრებზე მიდიან. მაგალითად მან მოიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა გვასალია. იური ღვინჯილია ფიქრობს, რომ ამ ორგანიზაციას გარკვეული პოლიტიკიური და ფინანსური მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან აქვს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს აქციის მონაწილეებთან გასაუბრების შემდეგ კომენტარზე უარი თქვეს.

მოქალაქე მეგრულ-ლაზურ-სვანური ენების დაცვის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს.

ბოლოს მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გააგზავნა წერილი, რომელზეც პასუხი შვიდი თვის დაგვიანებით მიიღო. მთავრობის პასუხის თანახმად, ევროპული ქარტია არ ვრცელდება მეგრულ, ლაზურ, სვანურ ენებზე, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობათა ენებს.

იური ღვინჯილია ადრე განათლების ცენტრ "კოლხიდას" ხელმძღვანელობდა, რომელსაც მეგრულენოვანი რადიო და ვებ-გვერდი ეკუთვნოდა, თუმცა 2015 წლის იანვარში დახურა.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
11:42 / 23.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
11:06 / 23.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.