საია: Gem Fest-ზე დაკავებულის მიმართ სიტყვიერი და მსუბუქი ფიზიკური შეურაცხყოფა განხორციელდა [ვიდეო]
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელ
ჯემალ ჭკადუას განცხადებით, Gem Fest-ის ტერიტორიაზე დაკავებული
„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი ამბობს, რომ მის მიმართ
სამართალდამცველების მხრიდან იყო სიტყვიერთან ერთად, მსუბუქი
ფიზიკური შეურაცხყოფა. საიას წარმომადგენლის თქმით, ბაქარ
კორშიას ვიზულაურად დაზიანება არ აღენიშნება. დაკავებული იმასაც
ამბობს, რომ მას დროებითი მოთავსების იზოლატორში კარგად ექცევიან.
აღიარებს თუ არა ნარკოტიკული საშუალებების ქონას, ჯემალ ჭკადუას თქმით, პოლიციის გამოკითხვის ოქმში წერია, რომ კი, თუმცა იურისტის განმარტებით, ის ჯერ დუმილის უფლებას იყენებს და დეტალურად ამის შესახებ ბრალის წარდგენისას ისაუბრებს.
საიას წარმომადგენლის თქმით, აქტივისტი განმუხურში, Gem Fest-ის ტერიტორიაზე, კაფე „ზუმის“ უკანა მხარეს დააკავეს, რის შესახებაც ასევე ნათქვამია დაკითხვის ოქმში.
იგივეს ადასტურებს ბაქარ კორშიას მეგობარი გიორგი შუბითიძე.

ის არ ფლობს ინფორმაციას, ჰქონდა თუ არა დაკავებულს ნარკოტიკული საშუალებები.
„სულ ერთად დავდივართ, მაგრამ ჯიბეში რა უდევს, ამით არ ვინტერესდები. ველოდებით ექსპერტიზას, რა რაოდებობის ნატრკოტიკზეა საუბარი“, - აღნიშნა მან.
გიორგი შუბითიძისვე ინფორმაციით, Gem Fest-ის ტერიტორიაზე კლუბური ნარკოტიკული საშუალებების შეძენა შესაძლებელია. ის ფიქრობს, რომ ასეთი სახის ნარკოტიკი მსგავს მუსიკალურ ფესტივალზე დასაშვები უნდა იყოს.
შსს-ში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ დაკავებული პირის მიმართ გამოძიება 260-ე მუხლით დაიწყო, რაც რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.
ამასთან, სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, დაკავებულისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ.