ახალი ამბები
სოფელ კოკში თხილის ზარალის შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვენ [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სოფლის ძირითადი შემოსავლის - თხილის გარეშე რჩებიან, რასაც ემატება სიმინდის მოსავლის განადგურებაც. შეკრებილებმა მოითხოვეს ხელისუფლებისგან, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის ოჯახებისთვის მიყენებულ ზარალს. ამას გარდა, კოკელები კომპენსაციასაც ითხოვენ. ამბობენ, რომ წლევანდელი შედეგი მათ ისედაც მძიმე სოციალურ პირობებს კიდევ უფრო გაართულებს.

აქციის მონაწილეთა თქმით, თხილის მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოები დაგვიანდა და ისიც მხოლოდ ერთხელ განხორციელდა, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა. მათვე აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სინამდვილეში „პიარისთვის“ გაკეთდა და მას კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

„ეს ხალხი არ გაჩერდება. ეს დასაწყისია. მივადგებით მშიერი ხალხი შონიას, გუბერნიის წინ. გავმართავთ აქციას. უკან დასახევი გზა ჩვენ არ გვაქვს“, - განმარტეს შეკრებილებმა.

კოკელების თქმით, დაუკავშირდნენ გამგებლის წარმომადგენელს სოფელში და მოითხოვეს მისი მოსვლა, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ ადგილზე არ იმყოფებოდა.

შეკრებილებთან მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, კოკის მცხოვრებთა პრეტენზიები და მოთხოვნა ლეგიტიმურია.

„რა დღეშიც ეს ადამიანები არიან, მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რადგან მათ დააგვიანეს, შემდეგ არასწორად შეწამლეს, და საბოლოოდ ხდება ის, რომ ადგილობრივები რჩებიან საჭმლის გარეშე და არიან უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში“, - აღნიშნა ენმ-ის წარმომადგენელმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტების მიერ იგეგმება კომისიების შექმნა იქ, სადაც აზიურმა ფაროსანამ მოსახლეობა აზარალა. შედეგების შესახებ ინფორმაცია კი შესაბამის უწყებებს ეცნობება:

„რაც შეეხება შეწამვლებს, ამ შემთხვევაში ჩვენ ვიხელმძღვანელეთ ამერიკელი ექსპერტების გამოცდილებით. მათ სწორედ ის ვადები ურჩიეს შესაბამის უწყებეს, რა ვადებშიც მოხდა შეწამვლა. მოხდება მეორედ წამლობაც შემოდგომაზე. თუმცა ეს მავნებელი როგორც ვიცით არის ძალიან სპეციფიური და სპეციალისტების მიერაც არაერთხელ ითქვა, რომ მას წლებია ებრძვის ამერიკის შეერთებული შტატები. სწორედ ეს ექსპერტები ეხმარებიან სურსათის უვნებლობას ამ ბრძოლის საქმეში“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 10 ივლისს გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს თხილის მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წარმოებული ღონისძიებები და შედეგი, რაც კონკრეტული ქმედებების შედეგად მიიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ მავნებლის წინააღმდეგ შეწამვლის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია, და რომ მონიტორინგის შედეგების მიხედვით კამპანია წარმატებული იყო და „არაჩვეულებრივი შედეგიც“ დაიდო, მათ შორის მნიშვნელოვნად შემცირდა აზიური ფაროსანას პოპულაცია.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508
პედაგოგია. მათგან
13:15 / 26.04.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 52 საჯარო სკოლა და 1 508 პედაგოგია. მათგან






პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია
13:00 / 26.04.2018
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია






ხობის მკვიდრის, პაპუნა ნანეიშვილის ნათესავებმა საპროტესტო აქცია
გამართეს
12:24 / 26.04.2018
ხობის მკვიდრის, პაპუნა ნანეიშვილის ნათესავებმა საპროტესტო აქცია გამართეს






საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
11:03 / 26.04.2018
საქართველოში შიდა ფრენები გაძვირდა. ცვლილება დღეიდან ამოქმედდა.
ცოცხალი ისტორიები
მარიამ კოდუა - ფერმერი
ლელა ქებურია - პარლამენტარი
ემზარ კვარაცხელია - ლგბტ აქტივისტი
ლევან ღურწკაია - სკოლის დირექტორი

 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.