ორი აქცია აგვისტოს ომის წლისთავზე ენგურის ხიდზე [ვიდეო]
განსაკუთრებული ხალხთმრავლობა იყო დღეს ენგურის ხიდზე სადაც აგვისტოს
ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით ორი სიმბოლური აქცია გაიმართა.

ერთი, გაზეთ „ქრონიკა +“- ის და ორგანიზაცია „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“ ინიციატვით გამართული აქცია ცოცხალი ჯაჭვით დასრულდა სადაც მონაწილეობა მოქალაქეებთან ერთად მიიღეს ოპოზიციურმა პარტიებმა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“.
სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ჟურნალისტები ლაშა ბერულავა და ელისო კილაძე. მათი თქმით, ცოცხალი ჯაჭვი არის სიმბოლო საქართველოს ერთიანობისა და სიმბოლო იმისა, რომ ქვეყანა არ შეეგუება ოკუპაციას.

ელისო კილაძის თქმით, მათ დღეს როგორც ჟურნალიტებმა კალმები გადადეს და გამოვიდნენ ქუჩაში, რაც საქართველოს მიმართ რუსეთის „მცოცავმა ოკუპაციამ“ და ამ მიმართულებით ხელისუფლების „უსუსურმა პოლიტიკამ“ გადააწყვეტინათ.

აქციის მონაწილეები ენგურის ხიდთან მივიდნენ შემდეგი შინაარსის ტრანსფარანტებით: „რუსი ოკუპანტები 800 მეტრში არიან“, აფხაზეთი საქართველოა“, გაისად სოხუმში“, „არა მტერთან თანამშრომლობას“, „არა ოკუპაციას“ და „გალი-თანამედროვე რუსული გულაგი“.

აქციის ორგანიზატორებმა დღესვე გააჟღერეს, რომ დააფუძნეს სამოქალაქო მოძრაობა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს სრული დეოკუპაციისთვის ბრძოლა.

აქციის დასასრულს აფხაზებისა და ქართველების მეგობრობის, ასევე მშვიდობის ნიშნად ცაში რამდენიმე მტრედი ააფრინეს.

ამ ღონისძიებამდე ერთი საათით ადრე ასევე ენგურის ხიდთან აგვისტოს ომი „ევროპულმა საქართველომ“ გაიხსენა გამოფენა-აქციით. საოკუპაციო ხაზთან პარტიის ლიდერები და საპარლამენტო უმცირესობის წევრები დავით ბაქრაძე, თენგიზ გუნავა, ლელა ქებურია და ლაშა დამენია ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად იმყოფებოდნენ.

დავით ბაქრაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აქციების შემდეგ დიდი ცვლილებების მოლოდინი არ აქვს, ის მნიშნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ რუსეთი ოკუპანტია და რომ საქართველო არ შეეგუება მისი ტერიტოიების ოკუპაციას.

„ევროპულმა საქართველომ“ ენგურის ხიდთან გამოფინა ფოტო და დოკუმენტური მასალა, რომელიც ასახავდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ისტორიას დაწყებული 1801 წლიდან, დამთავრებული 2008 წლის აგვისტოს ომით.

ე.წ. აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ის 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალის მხრიდან ჭურვები ისროლეს. აქტიური საბრძოლო მოქმედებები კი 8 აგვისტოდან დაიწყო. ქვეყნის ტერიტორიაზე, როკის გვირაბის გავლით, ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა.

აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მხოლოდ საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ, ნიკოლა სარკოზის ჩარევის შედეგად მოხერხდა. 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი გეგმა ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეთანხმდა.