ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნოდ თანამშრომლობას გეგმავენ [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადება დაიწყეს. დღეს ახალი საარჩევნო პროექტი წარადგინა ორგანიზაცია „თანაზიარმა“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსებით „თანაზიარი“ ფოთში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და მესტიაში, წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის იმუშავებს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ხათუნა ბეჭვაიამ განაცხადა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს არჩევნებში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. მათი ინფორმირებულობისთვის კი პირდაპირი კომუნიკაციის გარდა, გამოყენებული იქნება მედიასაშუალებები.

პროექტის - „სამართლიანი არჩევნები - დემოკრატიული საზოგადოება“, პრეზენტაციას ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრნენ. მათმა ნაწილმა გამოთქვა სურვილი მოხალისეობრივად მიიღონ მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში.

მათ შორის არის ასოციაცია „იმედი“. მისი ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას თქმით, მოქალაქეებთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის გააქტიურებაზე ისაუბრონ. ის სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს პროექტში ჩართვას.

თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც თავის მხრივ, ასევე გეგმავს საარჩევნო პროცესების და უშუალოდ კენჭისყრის პროცედურის დაკვირვებას.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი
მოაწერა.
18:12 / 19.10.2017
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივი მცხოვრების
17:06 / 19.10.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივი მცხოვრების
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.