ახალი ამბები
მერაბ ქვარაია ღვთისმშობლის კვართის გადატანაზე: თემა არის „ფაქიზი“
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აცხადებს, რომ ღვთისმშობლის კვართის თემა არის „ფაქიზი“. მისი სიტყვებით, საუბრები კვართის ადგილმდებარეობის შესაძლო ცვლილებაზე ზუგდიდის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი - მორწმუნე მრევლის უკიდურეს გაღიზიანებას და, შეიძლება მრისხანებას იწვეს. დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„ძალიან ფაქიზი თემაა და პირველ რიგში უნდა ვთხოვოთ ყველას, სანამ რაიმე შეფასებას გავაკეთებთ ამ საკითხზე, სიღრმისეულად გავეცნოთ პრობლემის არსს. ხობელებსა და ზუგდიდელებს შორის დიდი მეგობრობა და ქრისტესმიერი სიყვარულია და ასე იქნება მომავალშიც, რაიმემ, მით უფრო ამ უდიდესმა სიწმინდემ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო უნდა გაამყაროს და არა პირიქით. სამწუხაროდ, პრეტენზიები ღვთისმშობლის სამოსელზე და საუბრები (შესაძლოა, ხელოვნურად შემოგდებულიც კი ცალკეული პირების მიერ (!)) მისი ადგილმდებარეობის შესაძლო ცვლილებაზე, დღეს ზუგდიდის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი - მორწმუნე მრევლის უკიდურეს გაღიზიანებას და, შეიძლება ითქვას, მრისხანებას იწვებს. სიწმინდემ, თუ დაზიანების ან რაიმე სხვა საფრთხე არ არსებობს, რა თქმა უნდა, დროებით შეიძლება დატოვოს სამყოფელი, მაგრამ სამოსელთან დაკავშირებით პერიოდულად აგორებული პრეტენზიული კამპანიის და მის საწინააღმდეგოდ არსებული აგრესიული მუხტის ფონზე, დღეს ამის განხილვა არ იქნება მართებული. ზუგდიდელთა შიშები“ (სამწუხაროდ არა უსაფუძვლო) არსებობს და მის გაქარწყლებას სიმშვიდე, სწორი მიდგომა, ნდობის აღდგენა და რაც ყველაზე მთავარია - დრო სჭირდება.

სვეტიცხოველში დავანებული მაცხოვრის კვართი აღმოსავლეთ საქართველოში და დედა ღვთისმშობლის სამოსელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთთან უკიდურეს სიახლოვეს, ჩვენი ქვეყნის ერთობის და მთლიანობის ერთგვარ სიმბოლოდ და მორწმუნე საზოგადოების ნუგეშად იქცა და ნუ შევეხებით მას, პირიქით, როგორც პატრიარქმა გვაკურთხა, მივესალმოთ ამ მოცემულობას და 15 ივლისს, ვლაქერნობის დღესასწაულზე გავახაროთ სტუმრობით ზუგდიდი და დედა ღვთისმშობელი, სამოსელთან მიახლების შესაძლებლობა ამ დღეს ყველა ჩვენგანს ეძლევა.“ - ნათქვამია მერაბ ქვარაიას განცხადებაში.

წუხელ გვიან ღამით დასრულდა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, გერასიმე შარაშენიძის რეზიდენციასთან საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის განყოფილების უფროსთან, მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანთან შეხვედრა. მან აღნიშნა, რომ სინოდის სხდომაზე წერილი იყო შესული ფოთის და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის თხოვნით, კვართი ერთი დღით მოსალოცად გადაეტანათ ხობის დედათა მონასტერში, სინოდმა კი ამ საკითხზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მოსაზრების შესწავლა დაავალა.

მრევლისა და ეპარქიის პოზიციაა, რომ ერთი დრე მხოლოდ საბაბია და რეალურად კვართის ზუგდიდიდან გატანა სამუდამოდ სურთ რის უფლებასაც არ მისცემენ. მეუფე ვახტანგ ლიპარტელიანის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქი და სინოდი მიიღებს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი
მოაწერა.
18:12 / 19.10.2017
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივი მცხოვრების
17:06 / 19.10.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივი მცხოვრების
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.