ახალი ამბები
გიორგი სიგუა: არ გამოდგა ფინანსურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელი გიორგი სიგუა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"არ გამოვა რომ არ ვთქვა. ისე როგორც ბევრს აქვს ჩვენს წინაში ფინანსური ვალდებულებები, ასევე ჩვენც გაგვაჩნია იგივე, სხვების მიმართ. არ გამოდგა ფინასნურად წარმატებული ერთთვიანი ფესტივალი და ეს პირველ რიგში იყო ჩემი მცდარი წარმოდგენის შედეგი. ყველა სიკეთესთან ერთად დაგვემატა მრავალჯერადი ფორსმაჟორი: წვიმიანი, ქარიშხლიანი, სეტყვიან-შტორმიანი და მეხიანიც კი, (მეტეორი არ მოგვხვედრია მხოლოდ) ივლისი. ფესტივალის გახსნიდან 16 დღის განმავლობაში, სულ სამი-ოთხი დღე იყო მზიანი… შემდეგ ტრაგედია - ადამიანის გარდაცვალება, მოწამვლები და შედეგად, საერთო ნერვული ფონი და ქმედებები…

მოდით პატარა ზედაპირული ფისკალური ანალიზი გავაკეთოთ

კვების და სავაჭრო ობიექტები ვერ გვიხდიან იჯარის ფულს იმიტომ რომ არ აქვთ მუშაობა, ჩვენც არ გვაქვს შემოსავალი და ვერ ვიხდით ბევრ ვალს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, უცხოელ პარტნიორებთან… (სურვილის და საჭიროების შემთხვევაში,მზად ვართ გავასაჯაროოთ ნებისმიერი ინფორმაცია ჩვენი ხარჯების და ფინანსური ვალდებულებების, ასევე შემოსავლების შესახებ). ამ წუთასაც ამ უცხოელ პრტნიორებთან ვიმყოფები და ვცდილობ სიტუაციის დარეგულირებას.

რა არის გამოსავალი? მხოლოდ ერთი, რეალობისთვის თვალის გასწორება და სამომავლო მუშაობის დაგეგმვა. რეალობა კი არის ის რომ მე პირადად და ჩემი გუნდი,არც ერთ ვალდებულებას არ გავურბივართ. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ მუშაობა ეკონომიკურად გამართლებული ღონისძიებების ჩასატარებლად, საიდანაც სარგებელს მიიღებს ყველა დაწყებული არსებული ვენდორით (მოაიჯარე), რომელმაც წელს ჩვენთან ერთად ირწმუნა, ერთ თვიანი ფესტივალის სარგებლიანობა და ჩვენთან ერთადვე იზარალა ფესტივალის განმავლობაში. კარგად ავწონ დავწონით და უახლოეს დღეებში, გამოვაცხადებთ თუ სად, რამდენი ხნით და რა ფორმით გაიმართება მომავალი პროექტები. ისე, რომ მაქსიმალურად მომგებიანი იყოს ეს ყველაფერი ფინანსურად როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე იმ ადამიანებისთვის, კომპანიებისთვის და სტრუქტურებისთვის, რომელთა წინაშეც არსებულ ვალდებულებებს არსად გავურბივართ და გარანტიას ვაძლევთ ყველას, რომ ბოლო თეთრამდე გადავუხდით ყველა ვალს, ყველა სუბიექტს და ობიექტს, თუ რა თქმა უნდა, ამ კრიზისის შედეგად, გამოწვეული რთული სიტუაციის ფონზე, ხელი არ შეგვეშლება მუშაობაში და მოგვეცემა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მალე კომერციულად მომგებიანი და მოკლევადიანი პროექტები განვახორციელოთ, არა სახელმწიფო არამედ, კერძო ინვესტიციით.

ჩვენი პარტნიორების და საზოგადოების მოლოდინები კი, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ვერ გამართლდა საფესტივალო დღეების განმავლობაში, აუცილებლად რეალობად იქცევა, იმ ღონისძიებებზე, რომლის გეგმაზე მუშაობაც უკვე მიდის გუნდის მიერ, თუ რა თქმა უნდა იქნება ნება ყველა მხრიდან, რომ იარსებოს პროექტმა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალის მქონემ", - ნათქვამია გიორგი სიგუას განცხადებაში, რომელსაც ფეისბუკზე ავრცელებს.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest 14 ივლისს გაიხსნა და 14 აგვისტოს დაიხურება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
10:13 / 22.08.2017
საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით
ზუგდიდის სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელექტრონული მუსიკის ფესტივალ
17:14 / 21.08.2017
ზუგდიდის სასამართლოში სარჩელი შეიტანა ელექტრონული მუსიკის ფესტივალ
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი სოხუმს სამხედრო
ტექნიკას გადასცემს.
16:24 / 21.08.2017
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვი სოხუმს სამხედრო ტექნიკას გადასცემს.
ნონა გაფრინდაშვილი ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე
ჭადრაკში, 65+ ასაკის
16:12 / 21.08.2017
ნონა გაფრინდაშვილი ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ჭადრაკში, 65+ ასაკის
რედაქტორის რჩევით
ხილ-კენკროვან კულტურათა განვითარების ასოციაციამ ზუგდიდში მარწყვის პირველი სასათბურე მეურნეობა 2012 წელს
ვიღაც სახლზე ოცნებობს, ვიღაც ავტომანქანაზე, ან სხვა მატერიალურ სიკეთეებზე, დედას - ქალბატონ ლუიზა ციმინტიას
არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“ თითქმის ოთხი თვეა
გზად მესტიისკენ, სოფელ ბარჯაში, გზისპირას რესტორანს შეხვდებით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.