ახალი ამბები
მაშეველებმა ფოთში ხუთი ადამიანი გადაარჩინეს
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ფოთში, მალთაყვის სანაპირო ზოლზე 5 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. სააგენტოს ინფორმაციით, მათ შორის იყო სამი მცირეწლოვანი.

„ზღვის მოქცევის დროს წყალმა დამსვენებლები სიღრმისკენ გაიტაცა. სანაპიროზე მყოფი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველები მათ გადასარჩენად ზღვაში დაუყოვნებლივ შევიდნენ. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. განსაცდელში მყოფი ხუთივე პირი მაშველებმა ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარება მათ ადგილზევე გაეწიათ. ამ დროისთვის ბავშვების, მათი მამისა და თანმხლები პირის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - აცხადებენ საგანგებოს სიტუაციების მართვის სააგენტოში.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი
მოაწერა.
18:12 / 19.10.2017
გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს ხელი მოაწერა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივი მცხოვრების
17:06 / 19.10.2017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ადგილობრივი მცხოვრების
რედაქტორის რჩევით
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
ყველაფერი შემთხვევით დაიწყო. ზუგდიდის ტექნოპარკში ტრენერის
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.