Gem fest-ზე დასაქმებულებმა ფესტივალის მთავარი შესავლელი ჩაკეტეს
განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე [Gem fest] დასაქმებული
ახალგაზრდები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ გადაკეტილი აქვთ Gem
fest- ის მთავარი შესასვლელი. აქციის მონაწილეები ითხოვენ კუთვნილი
სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. როგორც „ლაივპრესს“ აქციის
მონაწილემ, ცაბუნია ვართაგავამ განუცხადა, 500 ლარის ნაცვლად დღეს
დილით ფესტივალის ადმინისტრაციამ მათ 100-100 ლარი გადასცა. მისი
ინფორმაციით, ადმინისტრაციასთან გაფორმებული ჰქონდათ შესაბამისი
შრომის ხელშეკრულებაც.
„საერთო ჯამში საუბარია 42 ადამიანზე. ეს ის ადამიანები არიან ვინც ბილეთების კონტროლზე ვიყავით დასაქმებული. 500 ლარზე ვიყავით შეთანხმებული და დღეს 100 ლარი დაარიგეს. ჩვენ აქ ვდგავართ დილიდან და არავის არ შევუშვებთ ამ ტერიტორიაზე, სანამ არ შეასრულებენ ჩვენს მოთხოვნას“, - განაცხადა ცაბუნია ვართაგავამ.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალის GEM Fest-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ გასულ კვირაში განცხადება გაავრცელა, სადაც ფესტივალის ფინანსურ წარუმატებლობაზე ისაუბრა.
ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM Fest 14 ივლისს გაიხსნა და 15 აგვისტოს დაიხურება.