ახალი ამბები
მერიის განმარტება ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლის ტარიფებთან დაკავშირებით
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზუგდიდში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს, ბოტანიკურ ბაღში სამომავლოდ შესვლის ტარიფების დადგენის დროს, არ დაუშვან განსხვავებული მოპყრობა საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს შორის.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ მსგავსი შინაარსის მქონე გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით.

„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი კრძალავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, ხოლო უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად: საქართველოში უცხოელს აქვს კულტურული ღირებულებებით სარგებლობის ისეთივე უფლება, როგორიც – საქართველოს მოქალაქეს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ლ” ქვეპუნქტის თანახმად, ბოტანიკური ბაღი მატერიალურ- კულტურულ მემკვიდრეობათა რიცხვს მიეკუთვნება“, - ნათქვამია საიას განცხადებაში, რომელსაც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ორგანიზაცია ამ განცხადებით, გამოეხმაურა ინტერნეტპორტალ fortuna.ge-ზე განთავსებულ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის, მაია ღუბელაძის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად ფასები განსხვავებული იქნება საქართველოს მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. ბაღში შესვლა დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ კი იმ პირებისთვის იქნება უფასო, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ.

მაია ღუბელაძე „ლაივპრესთან" საუბარში აღნიშნავს, რომ მისი განცხადების კოტექსტი გამოქვეყნებისას დარღვეულია და ორგანიზაციას განცხადება არასწორად აქვს გაგებული, რადგან ჯერ-ჯერობით ბაღში შესვლის ფასების განსაზღვრაზე საუბარი ნაადრევია. როგორც მაია ღუბელაძე ამბობს ეს მითუფრო მაშინ, როცა მერია აღნიშნული ფასების დადგენას არც მომავალში გეგმავს. მერიის წარმომადგენლის მტკიცებით, აქ საუბარია მერის ინიციატივაზე, რომელიც მხოლოდ დილის საათებში უფასოდ შესვლას ითვალისიწნებს და არა ფასის დიფირენცირებაზე:

„ბაღში შესვლა წინასწარი ვარაუდით აუცილებლად ფასიანი იქნება, უბრალოდ მერის ინიციატივა და წინადადება იყო, რომ ვინც იქნება მომავალში ბაღის ადმინისტრაცია, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებს და ეს იქნება ჩვენი თხოვნაც, რომ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით დილის საათებში რადგან ზუგდიდელები ტრადიციულად იქ ვარჯიშობენ, ამ ადამიანებისთვის დილის გარკვეული პერიოდი იყოს უფასო და შემდეგ უკვე ფასები დიფერენცირებული იქნება თუ არა ბაღის ადმნისტრაციის გადასაწყვეტია“, - აღნიშნა მაია ღუბელაძემ.

ამასთან საიას საკუთარ განცხადებაში მოჰყავს მაგალითი, როცა ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 22 სექტემბრის რეკომენდაციით დაადგინა დისკრიმინაცია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ არავითარი გამართლება არ ჰქონდა იმას, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის მოსანახულებლად საქართველოს მოქალაქე იხდიდა 3 ლარს, ხოლო უცხოელი - 8 ლარს.

მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციაზე ჯერ კიდევ ტენდერის გამოცხადების მოლოდინში არიან. 17 ივლისს მერიაში გამართულ შეხვედრაზეადაც ბაღის აღდგენის სამუშაოების და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის, სოციალური ანგარიშვალდებულების განხილვა გაიმართა, აღნიშნეს, რომ რეკონსტრუქციაზე ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები კი სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დაიწყოს.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.