ნონა გაფრინდაშვილი ევროპის ჩემპიონია
ნონა გაფრინდაშვილი ბარსელონაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე
ჭადრაკში, 65+ ასაკის
ქალთა შორის გამარჯვებული გახდა. მან 9-დან 5,5 ქულა მოიპოვა. მეორე
ადგილზე გავიდა რუსეთის წარმომადგენელი ელენა ფატალიბეკოვა 4,5 ქულით,
მესამეზე კი ასევე რუსეთის სახელით მოასპარეზე ირინა კაბანოვა 3
ქულით.
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის გამარჯვებული, თერთმეტგზის გუნდური და ცხრა პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელია.
ქართველი მოჭადრაკე 76 წლისაა.
ვერცხლის მედალი მიიღო ამავე ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე თამაზ გიორგაძემ - 7 ქულით. ის ნახევარი ქულით ჩამორჩა შვედეთის წარმომადგენელ ნილს-გუსტაფ რემანს. მესამე პოზიცია მოიპოვა 6,5 ქულით რუსმა ევგენი ვასიუკოვმა.