ახალი ამბები
ზუგდიდში კულტურული მრავალფეროვნების კონვენციაზე დისკუსია გაიმართა
FaceBook Twitter
E-mail Print
„კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ კონვენციის“ განხილვა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

შეხვედრის ორგანიზატორის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორის თანაშემწე ნათია ბჟალავას თქმით, კულტურული თვითგამოხატვის დაცვის კონვენცია იუნესკომ 2005 წელს მიიღო, მას საქართველო 2008 წელს შეურთდა.

მისივე თქმით, შეხვედრის მიზანია სახელმწიფოს მიერ კონვენციის რატიფიცირებით აღებულ ვალდებულებათა შესრულების ხელშეწყობა მონიტორინგისა და სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით.

შეხვედრაზე ისაუბრეს ხელოვნების სხვადასხვა დარგების, მათ შორის, არქიტექტურის, რეწვის, ბიბლიოთეკების, მუზეუმების, ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია განათლებისა და განვითარების ცენტრის „აკადემუსის“ ხელმძღვანელის მადონა ჯაბუას განცხადებით, ტრადიციული და უკვე მივიწყებული დარგების განვითარებისთვის აუცილებელია რომ უხუცესმა ხელოვანებმა ახალგაზრდებს მასტერკლასები ჩაუტარონ.

„ერთ დროს ცნობილი იყო ჩვენი კუთხე ოქრომჭედლებით და კიდევ სხვა ბევრი დარგით, რომელიც უკვე დავიწყებას მიეცა. სანამ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან, იქნებ ჩაუტარონ მათ მასტერკლასები ახალგაზრდებს. შევქმნათ ისეთი სივრცე, სადაც გამოიფინება რეწვის და ხელოვნების სხვა უძველესი დარგების ნიმუშები“, - განაცხადა მადონა ჯაბუამ.

შეხვედრაზე ითქვა ასევე, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, ქალაქ ზუგდიდში ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, ქალაქ ზუგდიდში 19 სასტუმრო და 11 კვების ობიექტია. ტურისტული კომპანიების მარშუტებში ზუგდიდი ხშირად არ არის.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეკომენდაციები მისცეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, რომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშაონ.

პროექტს „კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ „კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის საპილოტე სქემის ამუშავება“. კოალიცია „მრავალფეროვანი საქართველო“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.


Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
21:24 / 23.01.2022
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
16:51 / 23.01.2022
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
11:42 / 23.01.2022
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
11:06 / 23.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 696 ახალი შემთხვევიდან
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
ქალთა გაძლიერებისთვის მებრძოლი ფერმერი სოფელ კახათიდან [ვიდეო]
დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელა და მხოლოდ მამლების
„ჩემი მორდუ“ -  როგორ მუშაობს რეგიონში პირველი ხანდაზმულთა ცენტრი [ვიდეო]
თამაშში ყველაზე მეტად მე მიმართლებს და ვიგებ კიდევაც,
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.