ახალი ამბები
ზუგდიდის სოფელ ურთაში ორი მგელი მოკლეს [ვიდეო]
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ორი მგელი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, სოფელში მტაცებელი ცხოველების შემოსევაა, რომლებიც მათ შინაურ პირუტყვს ანადგურებს. წუხელ ღამით ურთის მცხოვრებ რაფიელ ქირიას მგელმა ოთხი მსხვილფეხა საქონელი დაუხოცა.

„ოთხი კიდევ არაა და საძებნელად დავდივართ, მაგრამ არ ჩანან. ალბათ ისინიც შეჭმულია, ან რაღაც ჭირთ, თორემ მოვიდოდნენ აუცილებლად“, - აღნიშნა მან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მგლები თითქმის ყოველ მეორე დღე უახლოვდებიან დასახლებულ პუნქტებს, ამიტომ ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. კერძოდ მეტი ლიცენზიის გამოყოფას მტაცებლების სალიკვიდაციოდ.

„ორი ამოვიღეთ. ხუთსაც მოვკლავდით, მაგრამ უფლება არ გვაქვს. თუ იქნება საშუალება, კიდევ მოგვცენ ლიცენზია და გავათავისუფლებთ სოფელს ამ მტაცებლებისგან“, - განმარტა მონადირე ზაურ კვიკვინიამ.

მოსახლეობის მოთხოვნის საპასუხოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ისინი მგლების გახშირებული თავდასხმების გათვალისწინებით, მიმართავენ გარემოს დაცვის სამინისტროს ლიცენზიების გამოყოფის წინადადებით, საბოლოოდ კი ეს დამოკიდებული იქნება მთავრობის დადგენილებაზე, თუ მტაცებლის რამდენი ერთეულის ამოღების უფლებას მისცემენ.

„მოსახლეობა ითხოვს და ეს გასაგებია. არის მონაცემები, რომ დახოცილია მსხილფეხა და წვრილფეხა საქონელი მგლების თავდასხმისგან გამომდინარე. მთავრობის დადგენილებით, ამ წელს რვა ლიცენზია გვქონდა. დილით ორი იქნა ამოღებული და მეტი აღარ გვაქვს. არც აქვთ მონადირეებს უფლება ნადირობის, რადგან ამაზე ძალიან დიდი ჯარიმებია“, - განუცხადა „ლაივპრესს“ გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის რეაგირების და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა იაგო ქირიამ.

მგლების შემოსევის და შინაური პირუტყვის დახოცვის ფაქტები ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში პერიოდულად ფიქსირდება.

Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.