დეპუტატი: თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში?
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია
აგრარულ საკითხთა
კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით
შექმნილ ვითარებას და სოფლებში თხილის მოსავლის დიდი ნაწილის
განადგურებას.
„დავაგვიანეთ თუ არ დავაგვიანეთ, ფაქტი სახეზეა - თხილის კულტურის მოსპობაზეა საუბარი. შემდეგ გადავიდა სიმინდზე და სხვა კულტურებზე და თქვენ მოსახლეობას აბრალებთ...მე მაინტერესებს და ამას არ ვამბობ შურით ან ეგოზიმით, თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში. ბროშურების დარიგება და სემინარები არაფერს ცვლის",- განაცხადა დეპუტატმა.
ედიშერ თოლორაიას მსგავსად ხელისუფლება დაგვიანებული რეაქციისთვის გააკრიტიკეს და დაზარალებული მოსახლეობისთვის სუბსიდირების გამოყოფა მოითხოვეს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმაც.
კომიტეტის სხდომაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილისგან ისმენენ.
მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდში საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.
ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.