ახალი ამბები
მაჟორიტარი დეპუტატი მინისტრს აზიურ ფაროსანაზე: ხომ არ ჯობია ქმედებები გასცდეს სამინისტროს ფარგლებს?
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის მსგავსად, აგრარული კომიტეტის სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა ქალაქის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია. მისი თქმით, საკითხი, რომელზეც დღეს მსჯელობენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი მასშტაბით შეიძლება სცდება კიდეც ბევრ პრობლემას. განმარტა, რომ საჭიროა დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები საიმისოდ, მწერმა არ მოიცვას მთლიანად საქართველო. მან მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს წინადადებით, ხომ არ იქნებოდა უმჯობესი, ეს ქმედებები გასცდეს სამინისტროს ფარგლებს და შეიქმნას დამატებით საგანგებო შტაბი, რომელიც მწერთან საბრძოლველად მოკლე და გრძელვადიან გეგმას შეიმუშავებს.

„წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყანას ებრძოდა მტერს ფარით, ხმლით, ზარბაზნით, ნებისმიერი სხვა საშუალებით შემოსულს და დღეს გვიწევს ბრძოლა მწერთან, რომელსაც ფარიც აქვს, ხმალიც და ასე ნელ-ნელა გვანადგურებს, შემოგვესია და უზარმაზარ ზიანს გვაყენებს. დღეს არის იმის რეალური დრო, რომ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შემოვკრათ განგაშის ზარებს, დავგეგმოთ და მთავრობამ პირველ რიგში მივიღოთ ის ზომა, რომ ზარალი, რაც არის, არ გასცდეს ამ საზღვრებს“, - აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

მერაბ ქვარაიას თქმით, ის თავად იმყოფებოდა რეგიონში და ნახა, თუ რა ღონისძიებები ხორციელდებოდა დღე-ღამის განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ. მანვე გაიხსენა ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება აღნიშნულ საკითხზე და განმარტა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოს ფაროსანამ ათ მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

მანამდე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია გამოეხმაურა იგივე სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას.

„თუ შეიძლებოდა კახეთში პატარა სტიქიაზეც განგაშის ატეხვა და სუბსიდირება, რატომ არ შეიძლება სამეგრელოში ან გურიაში“, - მიმართა მან სოფლის მეურნეობის მინისტრს.

პასუხად ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას დღეს არ აქვს „ექსტრა-რესურსი“, რომელიც ახლა შეიძლება კომპენსაციებისთვის გამოიყენონ ამ ეტაპზე.

„მაგრამ ჩვენ რა რესურსებიც გვაქვს და რასაც ვიპოვით, უნდა მივმართოთ პრობლემის მოგვარების კუთხით“, - აღნიშნა მან.

ზუგდიდის სოფლების მოსახლეობამ ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.