ახალი ამბები
„ზუგდიდობის“ გამართვის სამოქალაქო ინიციატივას განვითარება არ მოჰყოლია
„ზუგდიდობა“ წელს აღარ გაიმართება. უთხრა „ლაივპრესს“ მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ, ვინც აგვისტოს თვეში გააჟღერა ინიციატივა, დღესასწაულის არა ადგილობრივი ბიუჯეტით, არამედ სხვა რესურსებით ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე. ამბობს, რომ მის წინადადებას არავინ გამოხმაურებია, ამიტომაც იდეამ განვითარება ვერ ჰპოვა.

„ეს ჩემი ინიციატივა იყო. მე უბრალოდ სიტყვა ვთქვი. კი იყო კომენტარები, მაგრამ როგორც გამოხმაურება, არავისგან არაფერი მიმიღია და აუტკივარ თავს რატომ ავიტკიებდი?“, - აღნიშნა ბიბლიოთეკის დირექტორმა.

თავის მხრივ, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ გვითხრა, რომ ისინი თანახმა იყვნენ იდეისთვის დაეჭირათ მხარი და საკუთარი სერვისებიც შეეთავაზებინათ დაინტერესებული პირებისთვის. ამ მიზნით სოციალურ ქსელში ახალგაზრდების მოსაზრებებიც გაიზიარეს, მათ შორის, აღნიშნა - განსაკუთრებით ზუგდიდელი მიხეილ ჩხოლარია აქტიურობდა, თუმცა შემდეგომ ამ ყველაფერს განვითარება რა მოჰყოლია.

რაც შეეხება მიხეილ ჩხოლარიას, რომელსაც „ლაივპრესი“ დაუკავშირდა, მან გვითხრა, რომ როცა შეიტყო „ზუგდიდობა“ აღარ გაიმართებოდა, გადაწყვიტა მოსაზრება „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაეფიქსირებინა. საპასუხო კომენტარებში ადამიანები წერდნენ - ადამიანური რესურსის გაერთიანებით, მწირი ფინანსების პირობებშიც ბევრი რამ იყო შესაძლებელი, რამაც მისცა მოტივაცია ხელი მოეკიდა ამ იდეის განხორციელებისთვის. დაგეგმა კიდეც შეკრება, სადაც პრიორიტეტები უნდა განესაზღვრა, მაგრამ პირადი მიზეზების გამო ქალაქის დატოვება მოუხდა. ამის შემდეგ დღემდე თბილისიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე პროცესებს, 24 აგვისტოს კი დემოკრატიული ჩართულობი ცენტრში, ბიბლიოთეკის დირექტორმა გააჟღერა ინიციატივა არასახელისუფლო ძალებით „ზუგდიდობის“ ჩატარების.

„სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ ვერ მოინახა უმთავრესი ,,ადამიანური რესურსი”, რომელიც შეძლებდა პასუხისმგებლობას აღებას. რადგან გადაწყვეტილება მიიღო ქალაქმა და განაცხადეს, რომ ყოველ წელიწადს აღინიშნებოდა ზუგდიდქალაქობა, უნდა აღნიშნულიყო, ან ზუგდიდობად 29 თებერვალი აგვერჩია და ყოველ მეოთთხე წელს ვიზეიმებდით, თან რესურსებსაც დავზოგავდით. ირონიული კითხვა გამომდის, მაგრამ დაბადების დღეს ერთ წელს აღნიშნავთ და მეორე წელს არა?“, - გვითხრა მიხეილ ჩხოლარიამ.

მისი თქმით, ზუგდიდი იმსახურებს, ჰქონდეს საკუთარი დღესასწაული. ადგილობრივი ბიზნესის და ქალაქის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის კი მსგავს ღონისძიებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ამბობს, რომ ამ ყველაფერს დიდი თანხები არ სჭირდება, არამედ შესაძლოა შეიქმნას მერიის კულტურის სამსახურს დაქვემდებარებული სამუშაო ჯგუფი, შტატგარეშე თანამშრომლებით 1-2 თვით, ვისაც აქვს მოცემული კუთხით მუშაობის გამოცდილება:

„ამის შემდეგ შესაძლებელია კოორდინირებულად მუშაობა. ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები თუ სხვა ანსამბლები ისედაც მიიღებენ მონაწილეობას. აპარატურა მერიას აქვს, თანამშრომლობის მზაობას გამოხატავს მესამე სექტორიც და ამ პროცესში ბიზნესის ჩართვაც თავისუფლადაა შესაძლებელი“.

მიხეილ ჩხოლარია ამბობს, რომ იმ პირობებში, როცა შარშანდელ და წლევანდელ ბიუჯეტში „ზუგდიდობის“ მთლიანი საორგანიზაციო საქმიანობისთვის თითქმის იდენტური თანხები იყო გათვალისწინებული, ისმის კითხვა, წელს რატომ აღმოჩნდა ეს სახსრები არასაკმარისი.

„ამას არ სჭირდება დიდი ფინანსები, ჩვენ გვაქვს საამისო რესურსები, ინტელექტუალური, შემოქმედებითი, რომ ჩვენი ძალებით ჩავატაროთ ეს დღესასწაული“, - განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 24 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე. ეს მას შემდეგ, რაც ქალაქის მერიის განმარტებით, მწირი ფინანსური რესურსების გამო, წელს „ზუგდიდობა“ აღარ გაიმართება.

„ზუგდიდობა“ პირველად 2016 წლის 10 სექტემბერს გაიმართა.

მაშინ დღესასწაულისთვის ზუგდიდის მერიამ 50 ათასამდე ლარი დახარჯა. რესტორნის მომსახურეობის შესყიდვაზე კი გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 8901 ლარი იყო მითითებული. სუფრა 180 პერსონაზე იყო გათვლილი.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
14:27 / 20.09.2017
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციის ვადის
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები
მძიმეა, მაგრამ
14:11 / 20.09.2017
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები მძიმეა, მაგრამ
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
12:09 / 20.09.2017
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
11:46 / 20.09.2017
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემში მიხეილ ხერგიანის სახელობის
რედაქტორის რჩევით
შარშან, ივნისის თვეში „საჰაერო ტაქსმა“ ზუგდიდის სოფელ
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.