ახალი ამბები
ციხელაშვილი: თბილისი მუშაობს CONIFA-ს ე.წ. ჩემპიონატის საკითხზე, რომელშიც მონაწილეობა აფხაზეთს სურს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო CONIFA-ს ე.წ. ჩემპიონატთან დაკავშირებით ბრიტანელ პარტნიორებთან მუშაობს. რამდენიმე დღის წინ აფხაზური მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ლონდონში გამგზავრებას და ამ ჩემპიონატში მონაწილეობას გეგმავენ.

„ინფორმაცია ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოწმედება. უწყების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს ბრიტანელ პარტნიორებთან. ზოგადად, ეს ე.წ. ჩემპიონატი უშუალოდ არაღიარებულ ერთეულებს ეხება და არანაირად არ არის დაკავშირებული ფეხბურთის ფედერაციასთან ან რომელიმე ორგანიზაციასთან. მსგავსი ე.წ. ჩემპიონატი სოხუმშიც ჩატარდა. ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უშუალოდ ადგილმდებარეობის თაობაზე მუშაობს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი 2018 წლის 31 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით ინგლისში გაიმართება.

CONIFA არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატია ფეხბურთში, რომელსაც შარშან სოხუმმა უმასპინძლა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.