ახალი ამბები
ზუგდიდის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით ხსნის
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრი ახალ სეზონს 15 სექტემბერს გახსნის. შედგება პრემიერა სპექტაკლის - „ტოიბელე და მისი დემონი“, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი ებრაელი მწერლის, ისააკ ბაშევის ზინგერის ერთადერთი პიესის მიხედვით დაიდგა.

წარმოდგენის რეჟისორ გოგა თავაძის განმარტებით, ეს არის ამბავი ძალიან უცნაურ ისტორიაზე მისტიური შეფერილობით, და იმ ნიშნით შეარჩიეს, რომ პრობლემები და საკითხები, რაზეც მასშია მოთხრობილია, არის მარადიული და აქტუალური.

„რაც კაცთა მოდგმა არსებობს, რაც ადამ და ევა არსებობს, ანუ ქალი და კაცი, ამ ურთიერთობაში იჩენს თავს ათასგვარი შრე, ირაციონალური, ბნელი მხარეც მათ შორის. საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის ადამიანი ზოგჯერ ისეთ ნაბიჯებზე მიდის, რომელიც ჯოჯოხეთს უტოლდება. მაგრამ შეიძლება ამ დიდ დაცემას თან სდევდეს ძალიან დიდი სიყვარული და დიდი წამოდგომა“, - უთხრა რეჟისორმა „ლაივპრესს“.

გოგა თავაძემ ეს სპექტაკლი თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრში რამდენიმე წლის წინ დადგა, თუმცა ამბობს, რომ ზუგდიდში ის განსხვავებული ვერსიით იქნება წარმოდგენილი. ფიქრობს, რომ ადგილობრივი მაყურებლისთვისაც ეს თემა საინტერესო იქნება.

„თან ეს არის განსხვავებული ვერსია. ჯერ ერთი, სხვა მსახიობები არიან, სხვა სცენური სივრცეა, სცენოგარფია, და მეც სხვა ვარ სხვა წლების შემდეგ“, - გვითხრა რეჟისორმა.

თავის მხრივ, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ბადრი წერედიანის თქმით, სეზონის განმავლობაში მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს შესთავაზებენ.

„ვინაიდან არის ქართული დრამატურგია ჩვენს რეპერტუარში, არის უცხოურიც, და ახლა მაყურებელს ვთავაზობთ კლასიკურ ებრაულ დრამატურგიას, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან საინტერესო იქნება“, - აღნიშნა მან ჩვენთან საუბარში.

„ტოიბელე და მისი დემონის“ ნახვა მაყურებელს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 15-16 სექტემბერს, 19:00 საათზე შეეძლება.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან






ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს
უკავშირდებოდა, გაუქმდა.
23:58 / 17.08.2018
ზებრა გადასასვლელი, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან ბორდიურს უკავშირდებოდა, გაუქმდა.






იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის
მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი
18:26 / 17.08.2018
იტალიის ქალაქ ბრუნეკში 18 აგვისტოს ალპინისტ რეინჰოლდ მესნერის მთის მუზეუმში „მთის ხალხის ფესტივალი" გაიმართება.






ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე
არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.
18:03 / 17.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცვანეში, კოლხურ ნამოსახლარზე არქეოლოგიური კვლევები მიმდინარეობს.






ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
15:43 / 17.08.2018
ზუგდიდში, ცენტრალურ ბულვართან ახალი ზებრა გადასასვლელი დახაზეს,
ცოცხალი ისტორიები
დიანა ქაჯაია - აბიტურიენტი
მონიკა თიგიშვილი - ტრანსგენდერი ქალი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.