ახალი ამბები
ქართული რთველი საფრანგეთში [ფოტო]
საფრანგეთში, ნიცასთან ახლოს, ანტიბაში, ქართველმა მეღვინემ და ბიზნესმენმა ილია კახოიძემ, წარმოშობით კორსიკელ ჟერარ ჟერმანთან ერთად, ნახევარ ჰექტარზე ქართული ჯიშის ვაზი - მუჯურეთული და კახური მწვანე გააშენა.

„საქართველოდან ჩამოვიტანეთ ქვევრები, საწნახელი და ყველა ტრადიციული ატრიბუტი, რომელსაც ქართველი მევენახეები და მეღვინეები ვიყენებთ. აქვე გაკეთდა მარანი. აქ მოსვლა ყველას შეუძლია, რადგან აქაურობას სადემონსტრაციო დატვირთვაც აქვს“, - განაცხადა ილია კახოიძემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მეღვინემ აღნიშნა, რომ ქართული ღვინის საფრანგეთის ბაზარზე დამკვიდრებისთვის ხშირად მართავენ შეხვედრებს რესტორნების წარმომადგენლებთან, სომელიეებთან, სადაც საუბარია ქართულ ღვინოზე, მისი მომხმარებლისთვის შეთავაზების წესზე, რადგან მათთვის ქვევრში დაყენებული თეთრი ღვინო უცხოა და ის მიწოდებული უნდა იყოს, როგორც ქართული ქარვისფერი.

ანტიბაში წელს გამართულ ქართულ რთველში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ მიიღო. მისი თქმით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია მისი საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის, საფრანგეთი კი ამ მხრივ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საერთაშორისო მნიშვნელობის პრაქტიკულად ყველა პრესტიჟულ გამოფენაში იღებენ მონაწილეობას, რაც ქართული ღვინის მსოფლიო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ღვინის ისეთი ფორმით პრომოუშენს, როგორსაც ანტიბაში ქართველი და ფრანგი მეღვინეები ერთობლივად ახორციელებენ, სულ სხვანაირი დატვირთვა აქვს. ქართული მევენახეობა-მეღვინეობა უძველესი კულტურა აქ მთელი სიცხადით არის მოწოდებული“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
13:44 / 19.11.2017
ზუგდიდის სასამართლოში ახალგაზრდებმა იმიტირებული სასამართლო
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
12:55 / 19.11.2017
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
12:51 / 19.11.2017
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
14:12 / 18.11.2017
სვანური არქიტექტურული ნაგებობების, როგორც განსაკუთრებული
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.