ახალი ამბები
პრეზიდენტი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე 20 პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსი შედგა
FaceBook Twitter
E-mail Print
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 20 პოლიტიკურ პარტიას შორის კონსენსუსი შედგა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც „ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციის პროექტში შესატანი ცვლილებები ნუსხა ჰქვია. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა დღეს, პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„მინდა მადლობა ვუთხრა პოლიტიკურ პარტიებს ინტენსიური მუშაობისთვის და განსაკუთრებით იმ სულისკვეთებისთვის, რომლითაც განხორცილდა ეს სამუშაო. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გაიაზრა ერთი პრინციპული და მნიშვნელოვანი აუცილებლობა, რათა ჩვენ მივიდეთ თანხმობამდე, ჩვენ ყველამ რაღაც უნდა დავთმოთ. აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მუშაობა „ქართული ოცნების" მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტზე და ვთქვით, რომ ამ პროექტში შევიტან ცვლილებებს, რომელსაც ყველა პოლიტიკური პარტია უჭერს მხარს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, შედგა კონსენსუსის ძირითად თემებზე - ეს არის საარჩევნო სისტემა, პარლამენტისა პრეზიდენტის არჩევის წესი, სასამართლო რეფორმა, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება, უსაფრთხოების საკითხები და უშიშროების საბჭოს თემა.

"გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ღირებულებები, რომლებიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს, შედგა კონსენსუსი ძირითად თემებზე. ძირითადი თემებიდან დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვნით. ეს არის საარჩევნო სისტემები, როგორც პარლამენტის, ისე პრეზიდენტის არჩევის წესი. ასევე შევთანხმდით სასამართლო სისტემის რეფორმირების საკითხებზე, საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე. შევთანხმდით უსაფრთხოების საკითხებზე და უშიშროების საბჭოს თემაზე. ამ საკითხების ირგვლივ მოხდა შეთანხმება, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ რაღაცა დათმო, მაგრამ შედგა მთავარი თანხმობა. ახლა ეს დოკუმენტი გაეგზავნება "ქართულ ოცნებას", ვენეციის კომისიას იმ იმედით და იმ განცდით, რომ როგორც საზოგადოებამ, როგორც პოლიტიკურმა კულტურამ, ჩვენ უნდა შევძლოთ მისვლა საერთომდე. ის მითი, თითქოს საქართველოში ვერასდროს განსხვავებული შეხედულებების ადამიანები ვერაფერზე თანხმდებიან, დამსხვრეულია. იმედია, ეს დოკუმენტი უბიძგებს საპარლამენტო უმრავლესობას, რომ გადახედოს თავის უკომპრომისო პოზიციას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.