სამმართველოს უფროსი: ყოფილი საავადმყოფოს შენობიდან დევნილები დაუყოვნებლივ განსახლებას არ საჭიროებენ [ვიდეო]
არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომ საცხოვრებელი პირობები
მძიმეა, მაგრამ
დაუყოვნებლივ განსახლებას არ საჭიროებენ, - განუცხადა „ლაივპრესს“
ლტოლვილთა სამინისტროს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიულ
ორგანოს უფროსმა მანუჩარ ჩილაჩავამ.
„იმისთვის შენდება ჩვენთან, ბარამიას ქუჩაზე კორპუსები ბარამიას ქუჩაზე. კონკურსის წესით მოხდება ამ ადამიანების განსახლება. 2016 წელს მოხდა რამდენიმე ოჯახის აქედან გაყვანა“, - განმარტა მანუჩარ ჩილაჩავამ.
ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფოს შენობაში, სადაც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ, დღეს დილით მეორე სართულის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ჩატყდა იატაკიც. დევნილები დაუყოვნებლივ განსახლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ აქ ცხოვრება მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად სახიფათოა. მათივე თქმით, შენობა ამორტიზებულია და რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.
მათ შეხვდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია, რომელიც დაჰპირდა ლტოლვილთა სამინისტროსთან შუამდგომლობას.