ზუგდიდის ცენტრში შვიდსართულიანი კორპუსი აშენდება
ზუგდიდში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შვიდსართულიანი
საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ტერიტორიას საკრებულოს
გადაწყვეტილებით უკვე მიენიჭა საზოგადოებრივ საქმიანი ზონა, რაც
თავისმხრივ იქ მრავალბიანიანი სახლის მშენებლობის უფლებას იძლევა.
ფოტოზე: არქიტექტორი ლევან სოლოღაშვილი
ქალაქის საკრებულოს წევრებს ტერიტორიის განაშენიანების გეგმა დღეს წარუდგინა არქიტექტორმა ლევან სოლოღაშვილმა. მისი თქმით, გაითვალისწინეს რომ ადგილი ქალაქის ცენტრაულ ნაწილს განეკუთვნება, მდებარეობს ბულვარის სიახლოვეს და მიიღეს გადაწყვეტილება მხოლოდ შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე. ამასთან შპს „შენი ბინას“, რომელიც კორპუსს ააშენებს ვალდბულებაში აქვს მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. არქიტექტორმა დღეს განაშენიანების სრული პროექტი წარადგინა, რომელიც დეპუტატებმა მოიწონეს.
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დღეს, 22 სექტემბერს ჩატარდა.