თავდაცვის სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის სახელმძღვანელოს ამზადებს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროსთან თანამშრომლობით
სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებს. „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საშუალო
საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე
არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო
უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და
ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს.
ამ საგნის სტანდარტებზე დღეს თავდაცვის სამინისტროში იმსჯელეს. შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სახელმძღვანელოს შემუშავება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაევალა.