ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხელოვნურ ტბაში მობინადრე თევზებს დაღუპვის საფრთხე ემუქრება [ვიდეო/ფოტო]
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ხელოვნურ ტბაში წყალი სანახევროდ
დამშრალია. აქ ნახავთ ერთის
მხრივ ტბის ნაწილს, სადაც მხოლოდ ფსკერი და ფოთლების ნარჩენებია,
მეორეს მხრივ კი ამ დრომდე წყალდაუმშრალ მონაკვეთს, სადაც თევზებს
ცურვა ჯერ კიდევ შეუძლიათ. იმ შემთხვევაში, თუ რეაგირება დროული არ
იქნება, შესაძლოა მათ სიცოცხლეს საფრთხეც შეექმნას.
ქალაქ ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ბოტანიკურ ბაღში წყლის სისტემები ამორტიზებულია, მისი სრული აღდგენა კი ბაღის რეკონსტრუქციის პროექტით არის გათვალისწინებული. თუმცა მანამდე, გვითხრეს, რომ მუშაობენ წყლის გამტარიანობის გასაზრდელად, რათა თევზებს პრობლემა არ შეექმნათ. როდის დასრულდება სამუსაოები, ვადის დაკონკრეტება მერიაში უჭირთ.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისთვის ძველი იერსახის დაბრუნების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მერკურმა“ ქალაქის მერიასთან ერთად პროექტ „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ბიომრავალფეროვნების აღდგენა“ ფარგლებში, ადრე არსებული სანერგე მეურნეობა 2015 წელს აამოქმედა. მაშინ მიეწოდა ტბას წყალიც, სადაც თევზები დააბინავეს.