ახალი ამბები
კანდიდატები, რომლებიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებენ
FaceBook Twitter
E-mail Print
ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ დაასრულა მერობის კანდიდატების რეგისტრაცია. ამ თანამდებობისთვის სულ შვიდი კანდიდატი იბრძოლებს.

საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი ზურაბ ჯინჯოლავაა.

ის დაიბადა 1964 წლის 15 ივლისს, ზუგდიდში. დაამთავრა აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლა. 1987 წელს კი მოსკოვის რკინიგზის ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1988 წელს მუშაობა დაიწყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის „კოლხიდმშენში“ უბნის უფროსად. იყო ეროვნული მოძრაობის წევრი. არის ომის ვეტერანი. 1994-2000 წლამდე აჭარაში ს.ს. „არგო ჰოლდინ ჯორჯიაში“ კოორდინატორად მუშაობდა.

2002 წლიდან კერძო საქმიანობას ეწევა. 2010 წლიდან პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრია, 2016 წლიდან კი ამავე პარტიის ზუგდიდის კომიტეტის თავმჯომარე.

კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც ზუგდიდში მერობისთვის იბრძოლებს, გოგიტა ბიგვავაა „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან“.

ის დაიბადა 1980 წელს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალი. 2000-2003 წლებში მუშაობდა ზუგდიდის ისტორიულ–არქიტექტურულ მუზეუმში. 2003–2005 წლებში იყო საქართველოს ისტორიის მასწავლებელი მრავალპროფილურ სკოლა „ოცდამეერთე საუკუნეში“. 2005 წლიდან მუშაობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის მასწავლებლად.

იყო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, 2012 წლის არჩევნებზე კი ამავე პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. მოგვიანებით, 2014 წელს გოგიტა ბიგვავა „ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ“ ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატად წარადგინა. იყო „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი“ 2016 წელს.

საარჩევნო ბლოკმა „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ მერობის კანდიდატად გიზო სტურუა დაარეგისტრირა. პარტიის პრესსამსახურისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, ჩვენ კანდიდატის ბიოგრაფიული მონაცემები, ფოტოსურათთან ერთად არ მოგვაწოდეს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ლაშა გოგიაა.

ის დაიბადა 1975 წლის 16 სექტემბერს. 1993-1998 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. აქვს ეკონომისტ-ფინანსისტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 1998-2002 წლებში მუშაობდა ს.ს. „საქართველოს საფოსტო ბანკის“ ზუგდიდის ფილიალის სავალუტო განყოფილების უფროსად. 2003 წელს იყო ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2005 წლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტში უფროსი სპეციალისტია. 2005 წელს იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიული თანამშრომელი. 2005-2006 წლებში ჯერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეა, 2006-2008 წლებში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012 წლებში მუშაობდა შპს „ქლინლაინის“ დირექტორად. 2012 წელს შპს High Service-ს ხელმძღვანელობს. 2012 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი და საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილეა.

2013-2014 წლებში იყო ამავე პარტიის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს კოალიცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის 67-ე საარჩევნო შტაბის უფროსი. 2014 წლიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს წევრი. 2016 წლიდან პარტიის სამეგრელოს რეგიონის (ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი) კოორდინატორი. 2014 წლიდან არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ზუგდიდის მერობისთვის ლევან კონჯარია იბრძოლებს.

ის დაიბადა 1974 წლის 4 მაისს. დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის უნივერსიტეტი. კვალიფიკაცია - წარმოებისა და მართვის სპეციალისტი. აქვს მაგისტრის ხარისხი. ლევან კონჯარია 2000-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოში უფროსის პოზიციაზე. 2005-2006 წლებში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამართველოს ხელმძღვანელი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა 2010-2014 წლებში. 2014-დან იყო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიშალა.

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი ლელა ქებურიაა.

ის ზუგდიდის მკვიდრია. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ქართული ენა და ლიტერატურის სპეციალობით. მუშაობდა ზუგდიდის #2 საჯარო სკოლის პედაგოგად 2002-2012 წლებში. 2012-2013 წლებში განათლების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ხელმძღვანელობდა. პარლამენტში ლელა ქებურია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით მოხვდა, თუმცა შემდეგ პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ენმ-ს გაემიჯნა, სხვადსახვა საკითხებზე უთანხმოების მიზეზით. ამჟამად არის პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - რეგიონების“ წევრი.

მანამდე იყო ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - რეგიონების“ წევრი მიმდინარე წლის 7 თებერვლიდან 23 ივნისამდე. ასევე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი ამავე წლის იანვრიდან 7 თებერვლამდე. უფრო ადრე, შარშან, 18 ნოემბრიდან 13 იანვრამდე ლელა ქებურია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო.

საინიციატივო ჯგუფმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად დომენტი (ზვიად) სიჭინავა წარადგინა.

ის დაიბადა 1966 წელს რუსეთის ფედერაციაში. დაამთავრა ზუგდიდის მე-4 საშუალო სკოლა. სამხედრო სავალდებულო სამსახური საბჭოთა არმიაში გაიარა, რის შემდეგაც სწავლა ხარკოვის რადიო-ელექტრონიკის ინსტიტუტში განაგრძო. 1991-1994 წლებში იყო დირექტორის მოადგილე კომპანია „დიდ მიზანში“. 1995-2005 წლებში მოსკოვის ტერეზა დუროვას სახელობის სახელმწიფო თაეატრის გენერალური დირექტორია.

2005-2006 წლებში კომპანიაში „რუსული რესტავრაცია“ ფინანსურ მხარეს ხელმძღვანელობს. 2006 წლიდან საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაიას“ პრეზიდენტია. 2009-2015 წლებში უკვე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. 2011-2015 წლებში უეფას სამართლიანი თამაშის და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტის წევრი. 2015-2016 წლებში ზვიად სიჭინავა უეფას ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.