„მეწარმეობის რეგიონული სკოლის“ ზუგდიდის მონაწილეებმა ბიზნესიდეებზე იმსჯელეს [ვიდეო]
კერძო ბიზნესის წამოწყების მსურველმა
ახალგაზრდებმა, საკუთარი ბიზნესიდეა გაანდეს სპეციალისტებს და
იმსჯელეს ზუგდიდის ტექნოპარკში.
შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის" მეორე ეტაპის ფარგლებში გამართა.
პროექტი მოიცავს მეწარმეობის შესახებ ტრენინგებს, კრეათონებს (ბიზნეს იდეების მარათონი), ბიზნეს იდეებზე მუშაობას, პროტოტიპების შექმნას ტრენერებთან და მენტორებთან ერთად.
სამინისტროს პროგრამა მიმდინარე წელს არის საპილოტე და ხორციელდება ოთხ მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, და პანკისის ხეობაში. როგორც სამნისტროში აცხადებენ, პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებში სამეწარმეო და ინოვაციური უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.
პროგრამა ხორციელდება სამინისტროსა და USAID-ის პროექტი „ზრდას’’ თანამშრომლობის ფარგლებში. პროგრამის საგანმანათლებლო ნაწილს უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ ტენდერის საფუძველზე შერჩეული ორგნიზაცია „ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი“.
პროექტის დასკვნითი ეტაპი 28-29 ოქტომბერს თბილისში გაიმართება. 10 საუკეთესო სტარტაპის ავტორი საკუთარ იდეას „თბილისი მოლში“ წარუდგენს საზოგადოებას და პოტენციურ პარტნიორებს. მონაწილეთა ხარჯებს სამინისტრო დაფარავს.