„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში წუხელ ბანერი ჩამოხიეს
პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის
ორგანიზაციაში წუხელ დაუდგენელმა პირებმა ბანერი ჩამოხიეს. პარტიის
სარეკლამო ბანერი, რომელიც ცენტრალური ქუჩის კერძო სახლის აივანზე იყო
გაკრული, დღეს დილით ოფისში მისულ თანამშრომლებს ჩამოგლეჯილი
დახვდა.
როგორც პარტიის ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბათლომე შელიამ განაცხადა, წუხელ ორ საათამდე მუშაობდნენ ოფისში და ფაქტი სავარაუდოდ სწორედ მას შემდეგ მოხდა.
„ხელისუფლებას უკვე შიშები აქვს. ადრე როცა მათ ეშინოდათ ოპონენტების გადადიოდნენ ამ მეთოდებზე იმიტომ, რომ სხვა ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსები ამათ არ გააჩნიათ“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.
მომხდართან დაკავშირებით პარტიის ოფისში უახლოეს საათებში ბრიფინგი გაიმართება.