ახალი ამბები
პრეზიდენტი: არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს
რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს, ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს არჩეული აქვს რუსეთის მიმართ სტრატეგიული მოთმინება, რაც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მანვე აღნიშნა, რომ აუცილებელია ქვეყანამ გააძლიეროს საკუთარი შეიარაღებული ძალები, რასაც ახორციელებენ. კერძოდ, იზრდება მათი მომზადების ხარისხი, რაც მნიშვნელოვანია როგორც სტრატეგიულ მიზანთან, ნატოსთან თავსებადობის, ასევე სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით.

„რამდენადაც მძიმე არ უნდა იყოს ეს ჩვენთვის, არ უნდა წამოვეგოთ იმ პროვოკაციებს, რომელიც როგორც არაერთხელ აღმოჩნდა, რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. პარალელურად უნდა გავზარდოთ და გავაღრმავოთ დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, რათა არ შევაჩეროთ ქვეყნის ინტეგრაციული პროცესები ევროპასა და ნატო-ში.

მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში.

„ჩვენ ამას სიამაყით ვამბობთ, საქართველოს შეიარაღებული ძალები უაღრესად მაღალი კვალიფიკაციით და მონდომებით მონაწილეობენ საერთაშორისო მისიებში და დღეს საქართველო არის როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყანა როგორც ავღანეთში, ასევე არის ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა აფრიკაში და ჩვენი ჯარისჯაცები ახორციელებენ თავიანთ მისიას”, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.