ახალი ამბები
სოხუმში ათზე მეტი პალმა დაწვეს
სოხუმში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ. ქალაქის სახანძრო სამსახურში არაერთი გამოძახება შევიდა სხვადასხვა უბანში პალმებზე ცეცხლის გაჩენის თაობაზე. როგორც „სპუტნიკ აფხაზიას“ საგანგებო სიტუაციების ე.წ. მინისტრმა თემურ კვიცინიამ განუცხადა, მარტო სექტემბრის თვეში 10 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. მისივე ინფორმაციით, პალმების აალების გამო სახანძრო სამსახურში შეტყობინება შევიდა როგორც გასულ, ასევე მიმდინარე კვირაში.

თემურ კვიცინიას თქმით, გარდა იმისა, რომ ზიანდება პალმები, არსებობს ხანძრის გავრცელების საშიშროება, რადგან შემთხვევები ხდება დასახლებულ პუნქტებში. ფაქტთან დაკავშირებით დე ფაქტო რესპუბლიკის მილიცია მოკვლევას აწარმოებს.