ახალი ამბები
საქართველოს ევროპული ისტორია - ფოტოგამოფენა ზუგდიდში [ვიდეო]
PLAYER_GET_VIDEOFLASH
ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში გაიხსნა ფოტოგამოფენა „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“. დარბაზში სტუმრებს შეეძლოთ დაეთვალიერებინათ ილუსტრაციები, წერილები, ჩანაწერები, რომლებიც გვიყვებიან ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან კავშირზე ევროპასთან. აუდიტორიას გამოფენის პარარელურად ამ ისტორიულ ურთიერთობებზე ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე ესაუბრა.

მან გააკეთა ერთგვარი ექსკურსი და მიმოიხილა ის ძირითადი ეპიზოდები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და ადასტურებს ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას დასავლეთისკენ, იმას, რომ ქართული კულტურა, საზოგადოება არასდროს ყოფილა საკუთარ ჩარჩოებში მოქცეული, არამედ პერიოდულად განიცდიდა სწორედ უცხოური ცივილიზაციის გავლენას.

სულხან-საბა ორბელიანის უბის წიგნაკი, ბარონ დე ბაის წერილები აკაკი წერეთელს, ქრისტეფორე დე კასტელის მიერ მე-17 საუკუნის აფხაზეთის ტაძრის ფოტოილუსტრაცია, მის მიერვე ფანქრით შესრულებული მეგრელი მხედარი, - ეს ნაწილია იმ მასალების, რისი ნახვის შესაძლებლობაც ზუგდიდელ დამთვალიერებელს აქვს.

ზაზა აბაშიძის თქმით, საქართველო რომ ყოველთვის გრძნობდა თავს ევროპის ნაწილად, კარგად ჩანს ილუსტრირებული დოკუმენტებიდან, რომელიც დღეს ზუგდიდის გალერეაშია წარმოდგენილი.

გამოფენა ზუგდიდამდე სხვა ქალაქებშიც ჩაიტანეს. მათ შორის მესტიაში, ოზურგეთსა და ბათუმში.

„პრაქტიკულად გვინდა მოვიცვათ მთელი საქართველო, რომ ახალგაზრდებმა, და არა მარტო ახალგაზრდებმა იცოდნენ, თუ რა მასალა გვაქვს და ეს ყველაფერი როგორ ასახავს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას ევროპულ სამყაროსთან. მე ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესოა სუფთა საგამოფენო თვალსაზრისით, მაგრამ საინტერესოა საგანმანათლებლო კუთხითაც“, - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა.

ზაზა აბაშიძის თქმით, აქ წარმოდგენილი მასალებიდან პრაქტიკულად ყველა, რაც საქართველოში მისიონერების მოღვაწეობაზე მოგვითხრობს, სამეგრელოს ეხება. ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტების, ფოტოების თუ ხელნაწერების ჩამოტანას ზუგდიდში მომავალშიც გეგმავენ.

გამოფენა აკაკი ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში 26 ოქტომბრის ჩათვლით დარჩება, რის შემდეგაც თელავში გადაინაცვლებენ.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
სხვა მასალები ამ კატეგორიიდან
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან
საბაჟო სამსახურის მოწყობას
18:04 / 14.12.2017
აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურთან ადმინისტრაციულ საზღვართან საბაჟო სამსახურის მოწყობას
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
17:56 / 14.12.2017
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ
პროფესიული
16:50 / 14.12.2017
მოკრივე ლევან შონიამ შესაძლოა 21 დეკემბერს მოსკოვში დაგეგმილ პროფესიული
რედაქტორის რჩევით
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართულ დაჯილდოებაზე „დავასუფთავოთ საქართველო“
მარტვილში ახალგაზრდა მეღვინე ქალი გადაშენების
ძნელია მოძალადე ქმრისგან წამოსვლა, როცა არ იცი შემდეგ როგორ იარსებო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.